ტონი ჰალპინი
29 ნოემბერი 2008
მისი თმის ვარცხნილობა მარგარეტ ტეტჩერისას წააგავს და რკინის ლედი მის პოლიტიკურ კერპებს შორისაა. საქართველოს პროდასავლური ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი სახე დღეს თავის ყოფილ მოკავშირეს, მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება.
ბურჯანაძე პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარ საფრთხედ სამხრეთ ოსეთისთვის ომის კატასტროფულად წარმართვის გამო იქცა. პროტესტი მანამდე იყო მიჩუმათებული, სანამ რუსულ არმიას საქართველო ყავდა ოკუპირებული, მაგრამ რუსული ჯარი გავიდა და ოპოზიციამ სააკაშვილს წასვლა მოსთხოვა.
44 წლის ბურჯანაძე სააკაშვილისთვის განსაკუთრებულად სახიფათოა, თუნდაც იმიტომ, რომ ის რევოლუციის მეორე ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა იყო. ”ვარდების რევოლუციის” ხუთი წლისთავი მან საკუთარი პარტიის დაფუძნებით აღნიშნა და ვადამდელი არჩევნები მოითხოვა. მისი თქმით, ყოფილ მოკავშირეს ხელისუფლებაში დარჩენის მორალური უფლება აღარა აქვს.
როდესაც იანვარში, მიხეილ სააკაშვილი ვადამდელი არჩევნების გამო, რომელიც მისი ბრძანებით ოპოზიციური გამოსვლების დარბევის შემდეგ დაინიშა, საარჩევნო კამპანიას ეწეოდა, ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
ის შვიდი წლის მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ამ თანამდებობზე მანამდე რჩებოდა, სანამ, მაისის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სააკაშვილის მმართველი პარტია არ დატოვა.
სააკაშვილის წინააღმდეგ კამპანია ბურჯანაძემ იმით დაიწყო, რომ ქართულ გაზეთში სააკაშვილისადმი მიმართული 43 კითხვა გამოაქვეყნა და ომის წარმართვის პოლიტიკურ, სამხედრო ასპექტებზე ახსნა-განმარტებები მოითხოვა. ”არსებობს საკმაოდ ობიექტური და რაციონალური კითხვები მე, და, რა თქმა უნდა, უამრავი ქართველი გულწრფელ და ადეკვატურ პასუხებს მოვითხოვთ... ეს იმისთვისაა აბსოლუტურად აუცილებელი, რომ გავიგოთ, რა მოხდა” - უთხრა მან The Times-ს. ”სამწუხაროდ, ამ მოვლენების შემდეგ ქვეყანა ძალიან სერიოზული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა”.
ის დანაკარგს ჩამოთვლის: სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, რომლებიც რუსეთმა დამოუკიდელ ქვეყნებად აღიარა, შემოერთების იმედი ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს ომამდე იყო. ნატოს სკეპტიციზმი საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამყარდა; უცხოელი ინვესტორები დაფრთხნენ.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ აღიარა, რომ სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთში საქართველომ დაიწყო, მაგრამ ამტკიცებდა ის, ყველაფერი რუსეთის პროვოკაციის საპასუხოდ მოხდა.
საქართველოს ყოფილმა ელჩმა მოსკოვში ხუთშაბათს სააკაშვილს ბრალი დასდო და განაცხადა, რომ ”რუსეთი ამ ომისთვის მზად იყო, მაგრამ სამხედრო ოპერაცია საქართველოს ხელმძღვანელობამ დაიწყო”.
ბურჯანაძე ამბობს, რომ ის ”ვარდების რევოლუციის” ლიბერალური ღირებულებების ერთგულია, ხოლო პარლამენტი იმიტომ დატოვა, რომ მიხვდა, სააკაშვილი და მისი გუნდი გზას ასცდნენ.
No comments:
Post a Comment