29 ნოემებერი 2008
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს სამხრეთ ოსეთზე აგვისტოს თავდასხმის გამამართლებელი ახალი ვერსია წარმოადგინა. მან უარყო რუსეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთთან ომში აგრესორი იყო.
ომის შემსწავლელი ორპარტიული საპარლამენტო კომისიის წინაშე გამოსვლისას, სააკაშვილმა რუსეთში საქართველოს ელჩის, ეროსი კიწმარიშვილის ჩვენებებს ”უკიდურესი აბსურდი” უწოდა. კიწმარიშვილის განცხადების თანახმად, თბილისმა თავი დაირწმუნა იმაში, რომ ამერიკამ ამ ომზე კურთხევა მისცა.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ”ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ფართო მასშტაბიანი რუსული ინტერვენციისთვის, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისთვის”.
ხუთშაბათს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კომისიას განუცხადა, რომ საქართველომ მეამბოხე დედაქალაქზე ცხინვალზე 7 და 8 აგვისტოს თავდასხმა იმიტომ განახორციელა, რომ რუსულმა ჯარმა საზღვარი გადმოლახა და ქართულ სოფლებზე მათი თავდასხმა მხოლოდ დროის საკითხი იყო.
მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობას ომის დაწყების მომენტისათვის არ გაუკეთებია საჯარო განცხადება რუსული ჯარის შემოჭრის თაობაზე. ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე საათში ცხინვალის დაბომბვასა და შემდგომ შეტევას, სეპარატისტების მიერ ქართული სოფლების დაბომბვით ამართლებდნენ.
სააკაშვილმა გაიმეორა მისი გვიანდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი შემოჭრის შემდეგ მისი ქმედებები იძულებითი იყო. მან გადაწყვეტილების მიღების მომენტს ”ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული არჩევანი” უწოდა.
რუსეთი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონში მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დასაცავად შევიდა.
”ჩვენი პასუხი შეკითხვაზე, ჩავატარეთ, თუ არა სამხედრო ოპერაცია, ასეთია ”დიახ” - უთხრა სააკაშვილმა კომისიას” - ”ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამავე დროს გარდაუვალი”.
”ქვეყნის, საზღვრებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, ყველა დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ვალია” - თქვა მან.
ომმა კიდევ უფრო გაამწვავა დასავლეთსა და რუსეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები და კავკასიის, როგორც დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული სატრანზიტო გზის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა.
No comments:
Post a Comment