Monday, April 28, 2008

საქართველოს პრეზიდენტი ომთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იცავს

herald_logo

The Associated Press
28 ნოემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს რუსეთთან აგვისტოს ომის დაწყების გადაწყვეტილება დაიცვა და საპრალამენტო კომისიას განუცხადა, რომ საქართველომ რუსულ ”ინტერვენციას” უპასუხა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მთავრობა არც ეძებდა და არც მიუღია წინაწარი თანხმობა 7 აგვისტოს შეტევაზე, კერძოდ კი შეერთებული შტატებისგან.

”ჩვენ არავისთვის გვითხოვია მწვანე შუქი” - თქვა მან ჩვენების მიცემისას - ”ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს მეგობრებს, რომ რუსეთი პროვოკაციებს აწყობს, რაც ყოველგვარ საზღვრებს სცილდებოდა”

რუსეთის შეიარაღებული პასუხი დამანგრეველი იყო. საქართველოს ჯარი გამოძევებულ იქნა, საქართველოს ეკონომიკას სასტიკი ზარალი მიადგა, ხოლო ისედაც დაძაბული ურთიერთობები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, რომელიც ყოველთვის მტკიცედ იცავდა სააკაშვილს, კიდევ უფრო დამძიმდა.

ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები სულ უფრო მკაცრად აკრიტიკებენ სააკშვილს ომის დაწყების გამო.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ამ კვირას განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ივლისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ისე აღიქვეს, როგორც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების დასტური. კიწმარიშვილმა ისიც თქვა, რომ სააკშვილთან დაახლოებული პირების გადმოცემით, კონდოლიზა რაისმა მათ ”წვანე შუქი აუნთო”, რასაც რაისი, თავის მხრივ, უარყოფს.

ომის დაწყებამდე რუსეთი მხარს უჭერდა სეპარატისტებს სამხრეთ ოსეთიდან და მეორე რეგიონიდან, აფხაზეთიდან, ორივეს აწვდიდა დახმარებას,ხოლო ადგილობრივებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა. მოსკოვმა უკვე სცნო ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა.

ჩვენების მიცემისას, სააკშვილმა რუსეთის ქმედებებს ”ინტერვენცია” უწოდა.

”ეს არ იყო პროვოკაცია, ეს ინტერვენცია იყო” - თქვა სააკაშვილმა - ”ჩვენ ვთხოვდით ჩვენს მეგობრებს ყოველივე ამისაგან დავეცავით, და მათ ჰქონდათ ასეთი მცდელობა. ჩამოვიდა სოლანა (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი), კონდოლიზა რაისი. მათ მოვლენებზე გავლენის მოხდენა სცადეს, მაგრამ ყველაფერი უკვე ძალიან გვიან იყო, უფრო აქტიური მოქმედება იყო საჭირო”.

”ჩვენ მუდმივად ვაცნობებდით ამერიკელებს, რა ხდებოდა” - თქვა მან - ”ისინი კი მუდმივად გვაპუსუხობდნენ, რომ პროვოკაციას არ ავყოლოდით. მიუხედავად ამ პროვოკაციებისა, მათ არ ეგონათ, რომ რუსეთი ინტერვენციისთვის ემზადებოდა. ჩვენც სულის სიღრმეში არ გვეგონა, რომ რუსები იმას გააკეთებდნენ, რაც გააკეთეს”.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ჯარი სამხრეთ ოსეთში ქართული თავდასხმისგან მშვიდობიანი მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობო შენაერთების დასაცავად შემოიყვანა.

ვაშინგტონმა ბევრჯერ უარყო ის ფაქტი, რომ წინასწარ იცოდა რაიმე ომის დაწყების შესახებ და, რომ მასზე თანხმობა განაცხადა.

საპარლამენტო კომისიის წინაშე წარდგენის წინ სააკაშვილი დანიის პრემიერ-მინისტრს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, მისცა თუ არა მსგავსი თანხმობა ვაშინგტონმა.

”მე ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს უკიდურესი ნონსენსია და ასეც, რომ ყოფილიყო, ამ ბატონს არ ეკავა ისეთი პოზიცია, რომ მსგავსი რამ სცოდნოდა”.

”მისი პოზიციიდან გამომდინარე, ის ვერ დაესწრებოდა ვერც ერთ შეხვედრას, მას ვერ ექნებოდა შესაბამისი კონტაქტები, შესაბამისი შეხვედრები ოფიციალურ პირებთან” - თქვა მან.

ორიგინალი

No comments: