28 ნოემებერი 2008
კიევი - ლიტვის სეიმმა (პარლამენტმა) უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, განცხადა პარასკევს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიტვის პარლამენტმა მოუწოდა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მხარდაჭერისკენ, 2-3 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე.
პარლამენტის წევრებმა ნატოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს ამ პოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სეიმი ემხრობა და მომავლშიც მიემხრობა საქართველოსა და უკრაინის სწრაფ ინტეგრაციას ნატოში, ნათქვამია რეზოლუციაში. ყველა არსებული რესურსი ამ პროცესს უნდა მოხმარდეს.
მიანიშნა რა ბუქარესტის სამიტზე, ლიტვის პარლამენტმა განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მიღება უნდა გახდეს.
როგორც ცნობილია, 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები იმაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და საქართველო საბოლოოდ აუცილებლად შევლენ ნატოში.
No comments:
Post a Comment