Monday, April 28, 2008

კაჩინსკი: ნატოს ზოგიერთი წევრი უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღების დაბლოკვით ევროპის ინტერესებს უპირისპირდება

kiiv

28 ნოემბერი 2008

ვარშავა - ნატოს ზოგიერთი ქვეყანა იმით, რომ, რუსეთთან ურთიერთობების გამო, წინააღმდეგობას უწევს უკრაინისა და საქართველოს მიღებას ორგანიზაციაში, ევროპის ინტერესებს უპირისპირდება - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ.

”ნამდვილად არსებობს ასეთი დამოკიდებულება შეერთებული შტატების ზოგიერთ დიდ მოკავშირეს შორის და ეს ყველაფერი რუსეთისადმი მათ დამოკიდებულებას უკავშირდება”-უთხრა კაჩინსკიმ ჟურნალისტებს ოპოლეში, სამხრეთ პოლონეთში - ”მე არ ვიზიარებ მათ განწყობებს რუსეთისადმი. ვფიქრობ, ეს ნაბიჯები მათ ინტერესებსა და ზოგადად ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.

კაჩინსკი უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღებას მგზნებარედ უჭერს მხარს, მაგრამ სამიტზე აპრილში მან ვერ შეძლო ბლოკის წევრების დაყოლიება.

ორიგინალი

No comments: