28 ნოემბერი 2008
The Associated Press
მოსკოვი - რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოხარულია აშშ-ს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ის უარს ამბობს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე.
მედვედევმა თქვა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით მმართველობის ბოლო თვეებში ბუშის ადმინისტრაციაში ” საღმა აზრმა გაიმარჯვა”.
ევროპელი მოკავშირეების ოპონირების ფონზე, რომელნიც შეშფოთებულნი არიან რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო გამწვავების გამო, აშშ-მ უარი თქვა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებისთვის შემდგომ ძალისხმევაზე.
რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგება ექს-საბჭოთა რესპუბლიკების მიერთებას ალიანსთან, სწორედ ეს საკითხი იქცა გადამწყვეტ ფაქტორად რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში.
მედვედევმა კომენტარი კუბაში ვიზიტისას გააკეთა. განცხადება პარასკევს რუსეთის ტელევიზიებმა გაავრცელეს.
No comments:
Post a Comment