Thursday, April 10, 2008

ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებას ფიქრობს

logo_reuters_media_us

დევიდ ბრუნსტრომი და მარკ ჯონი
10 ნოემბერი 2008

ბრიუსელი (Reuters) - ევროპის კავშირი რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლებას მიუახლოვდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა და შვედეთმა, საქართველოში რუსული ჯარების დარჩენის გამო მათი შეშფოთების მიუხედავად, ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირეს.

დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთმა და ლიტვამ გააცნობიერეს, რომ ვეღარ შეძლებენ მოლაპარაკებების დაბლოკვას. როგორც ჩანს, პარასკევს რუსეთისა და ევროკავშირის სამიტზე, მოლაპარაკებებს, რომლებიც სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთ-საქართველოს ომის გამო შეაჩერა, მწვანე შუქს აუნთებენ.

ევროკავშირის ქვეყნები უკვე რამდენიმე კვირაა ებრძოდნენ უმცირესობაში მყოფ ქვეყნებს, მათ შორის ბრიტანეთსა და შვედეთს, ამ გადამწყვეტი ხელშეკრულების გარშემო მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე.

”ევროკავშირისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან მის ურთიერთობებს სტრუქტურული სახე მიეცემა”-განაცხდა, ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანამ .

ბრიტანეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ მოლაპარაკებების განხლებას, რადგან ეს ბლოკში შემავალი 27 ქვეყნის ინტერესებში შედის. ”ჩვენ საქართველოს კონფლიქტის საკითხს ამოწურულად არ მივიჩნევთ”-ამბობენ ბრიტანელი მინისტრი დევიდ მილიბენდი და შვედი მინისტრი კარლ ბილდტი განცხადებაში და და ამატებენ, რომ ისინი სთხოვენ თავის კოლეგებს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები მუდმივად ყურადღების ქვეშ ამყოფონ.

”ევროკავშირი ცუდ საქციელს არასდროს გაამართლებს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა გადადგა ნაბიჯები, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა ჯარების გაყვანა არ დასრულებულა”-თქვა მილიბენდმა.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ხეშეკრულება მოიცავს პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს ბლოკსა და ენერგეტიკული რესურსების მათ მთავარ მომწოდებელს შორის.

კრემლი აშკარად უფრო ნაკლები ენთუზიაზმითაა განწყობილი საკითხისადმი, რადგან ტრადიციულად ევროპის ქვეყნებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს არჩევს.

რუსეთი მოლაპარაკებათა განახლების ნიშნებს მიესალმება

მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება იმას, რომ ევროკავშირი ჩვეულ რეჟიმში მუშაობის განახლებას აპირებს.

”ჩვენ... გამოვხატავთ ჩვენს სურვილს, რომ ურთიერთობათა ეს გვერდი გადავფურცლოთ და განვაახლოთ ურთიერთსასარგებლო საქმიანობა”-განაცხადა მან ფინურ გაზეთ Helsingen Sanomat-თან ინტერვიუში.

”ჩვენ ევროკავშირთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან საიმედო, გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობა გვსურს”-ამბობს ლავროვი-”ჩვენის მხრივ, სხვადასხვა სფეროში ურთიერთობათა განვითარებას, არავითარი დაბრკოლება არ ეღობება”.

ლიტვამ, რომელსაც პოლონეთიც გარკვეულწილად უჭერდა მხარს, განაცხადა, რომ რუსეთმა არ შეასრულა საფრანგეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ყველა პირობა.

საქართველო ამტკიცებს, რომ ხელშეკრულების პირობებით რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარი ახალგორიდან და კოდორის ხეობიდან და შეაჩეროს სამხედრო კონტინგენტის ზრდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილის თქმით, რუსეთმა შეუფერხებლად უნდა დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები სეპარატისტულ რეგიონებში და უზრუნველყოს იქ ეთნიკური ქართველების უსაფრთხოება.

მგალობლიშვილი კითხვას ასე სვამს - რას ეფუძნება ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები პრინციპებს, თუ მხოლოდ ინტერესებს.

”თუ დღეს გამოვაცხადებთ, რომ ”მისია შესრულებულია” და რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობებს დავუბრუნდებით, ეს საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიულ ქმედებებს წააქეზებს”-ამბობს მგალობლიშვილი.

ევროკავშირის კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი ამტკიცებს, რომ კომისიას უფლება აქვს, როდესაც უნდა მაშინ განაახლოს მოლაპარაკებები, რადგან არ არსებობს არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება მათი შეჩერების შესახებ.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ დრო მოვიდა... მე საბჭოს მხარდაჭერას ვისურვებდი. ვნახოთ, რამდენად ძლიერი იქნება ეს მხარდაჭერა”-უთხრა მან ჟურნალისტებს.

ორიგინალი

No comments: