Friday, April 11, 2008

ნატოს რუსეთთან კავშირი სჭირდება

logo_reuters_media_us

მედელინ ჩამბერსი
11 ნოემბერი 2008

ბერლინი (Reuters)-ნატომ რუსეთს უნდა მიმართოს და ღიად უნდა უთხრას, რომ მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს ალიანსი და მოსკოვი ერთად უფრო ეფექტურად გადაწყვეტენ -განაცხადა ორშაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

მერკელმა თქვა, რომ მიესალმება საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას, მაგრამ მიაჩნია, რომ არც ერთი ამ ქვეყნებიდან არ იქნება ამისთვის მზად ”ახლო მომავალში”.

მერკელი დიდხანს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იყო, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები. მაგრამ ორშაბათს ის ძირითადად რუსეთის მნიშვნელოვნებაზე ლაპარაკობდა.

”მე მგონია, აჯობებს ერთმანეთს ველაპრაკაოთ და არა ერთმანეთზე ვილაპარკოთ”-განაცხადა მერკელმა ATA-ს შეხვედრაზე გერმანიის დედაქალაქში.

”მე ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი, მაგრამ, მე მიმაჩნია, რომ რუსეთისთვის სიგნალის გაგზავნა ბრძნული ნაბიჯი იქნებოდა”-ამბობს მერეკელი და ამატებს, რომ სტრასბურგში ნატოს სამიტზე ამის შესაძლებლობა გაჩნდება.

მანამდე, ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, რომ განაახლებს თავის მოლაპარაკებებს რუსეთთან პარტნიორობის ხელშეკრულებაზე.

ბლოკმა, რომლის შემადგენლობაშიც 27 ქვეყანა შედის მოლაპარკებები სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო საქართველოში რუსეთის შეჭრისა და აგვისტოს ხანმოკლე, მაგრამ ძალადობრივი ომის შემდეგ შეაჩერა.

”ჩვენ ერთამნეთს ვჭირდებით. ჩვენ პარტნიორები ვართ”- თქვა მერკელმა. მისი აზრით, ტერორიზმთან ბრძოლაში, ბირთვული გაუვრცელებლობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს ნატო და რუსეთი ერთად უკეთ გაუმკლავდებიან.

კავშირები აშშ-სთან

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ტრანს-ატლანტიკური კავშირების გამყარებას ბარაკ ობამასთან, რომელიც აპრილში ნატოს სამიტს, როგორც აშშ-ს პრეზიდენტი დაესწრება.

ნატოს გენერალურმა მიდივანმა გამოთქვა რწმენა, რომ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში ნატო და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

”მისი წინამორბედების მსგავსად ახალი პრეზიდენტი გადახედავს პოლტიკას” -თქვა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა თავის გამოსვლაში.

იმ დროს, როდესაც მას აშშ-ს მის წინაშე მდგომ ყველაზე დიდ გამოწვევებთან, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტერორიზმის საფრთხე, დაპირისპირება უწევს, ობამამ კიდევ უფრო მეტად უნდა დააფასოს პარტნიორული კავშირები ევროპასთან-თქვა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

”ასეთ დროს, გასაკვირვი არაა, რომ აშშ ევროპას პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს. მე მგონია, შეშფოთების საბაბი არ გვაქვს”-თქვა მან და დაამატა, რომ უსაფრთხოების საკითხები ორ რეგიონს ერთამანეთთან აკავშირებს.

”ნატო ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულია. მოდით ის გამოვიყენოთ და გამოვიყენოთ კარგად”-განაცხადა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა.

ორიგინალი

No comments: