Friday, April 18, 2008

რუსეთი საქართველოს შეიარაღების პროცესის გამო აფრთხილებს

logo_reuters_media_us

18 ნოემბერი 2008

ანკარა (Reuters) - რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია იმით, რასაც საქართველოს სამხედრო პოტენციალის ზრდას უწოდებს და დაამატა, რომ ამან შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგები გამოიღოს, ვიდრე ეს აგვისტოს კონფლიქტს მოყვა.

”ქართული მხარის ძალისხმევა გაზარდოს საკუთარი სამხედრო პოტენციალი შეშფოთებას იწვევს და მე ვფიქრობ, მსგავსმა ინიციატივებმა შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს, ვიდრე აგვისტოს ომმა”-განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე ანკარაში. მას დეტალები არ დაუზუსტებია.

ხუთდღიანი ომის განმავლობაში რუსულმა ჯარმა მასობრივი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე საკუთარი კონტროლი დაამყარა. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა თბილისის მცდელობა სამხედრო ძალით დაებრუნებინა თავისი მეამბოხე რეგიონი, სამხრეთ ოსეთი.

ორიგინალი

No comments: