18 ნოემბერი 2008
თბილისი, საქართველო - Amnesty International-მა განაცხადა, რომ ორივემ საქართველომ და რუსეთმა სერიოზულად დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი აგვისტოს ომის მსვლელობისას.
ორგანიზაციამ ამბობს, რომ მან შეაგროვა მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, სავარაუდოდ, ქართული ჯარი სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში განურჩევლად უხსნიდა ცეცხლს მშვოდობიან ობიექტებს.
ადამიანის დამცველთა ამ ჯგუფის ანგარიშში ნათქვამია, რომ შეტევას შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოყვა.
Amnesty ამბობს, რომ რუსეთმა ვერ აღკვეთა სამხრეთ ოსეთის მილიციის მიერ ეთნიკური ქართველების მკვლელობებისა და წამების ფაქტები სეპარატისტულ რესპუბლიკის ქართულ ანკლავებში.
ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა სამხედრო ძალის გამოყენებით სცადა. რუსეთმა მას დამანგრეველი ძალით უპასუხა და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოიჭრა.
No comments:
Post a Comment