Friday, April 18, 2008

რუსეთის რეაბილიტაცია

wall_street_journal
18 ნოემბერი 2008

ამ საკითხს ევროპა რუსეთის საქართველოში შეჭრაზე წინ აყენებს.

რუსეთს აგვისტოში მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ საქართველოს ჯარი უკუეგდო. საბოლოოდ ევროპამ თბილისის არმიაზე ოდნავ დიდხანს გაძლო.

ევროკავშირის ლიდერებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მოსკოვთან ეკონომიკური თანამშრომლობა განაახლეს. მოლაპარაკებები 10 კვირაში აღდგა მას შემდეგ, რაც რუსეთი მისი პატარა მეზობლის საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და შემდეგ ფრანგული სამშვიდობო გეგმის შესრულებაზე უარს აცხადებდა. მაგრამ პარასკევს, ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე ნიცაში გაირკვა, რომ მოსკოვის მიერ "ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულება" საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ამგვარად დასრულდა იმ ერთადერთი საქნციის მოქმედება, რომელიც ევროპამ, აგვისტოს ომის გამო, მის მეომარ მეზობელს დაუწესა. მოლაპარაკებები განახლდა, მაგრამ ქართველები კვლავ ელოდებიან რუსეთის არმიის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებას, რომ ის კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნდება. მრავალრიცხოვანი რუსული ჯარი კვლავ რჩება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში, რომელთა დამოუკიდებლობაც მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარა.

იმავდროულად, ათობით ათასი ეთნიკური ქართველი საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას, როგორც კონფლიქტის ზონაში, ასევე მის გარეთ, ჯერ კიდევ მოკლებულია. ევროკავშირის და სხვა დასავლელ დამკვირვებლებს ომისგან უფრო მეტად დაზარალებულ რაიონებში არ უშვებენ და უკვე კვირას ვრცელდებოდა ცნობები იმ ინციდენტზე, რომელიც მათ აფხაზეთთან შეემთხვათ.

რუსეთ-საქართველოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა დღეს იგეგემება. მაგრამ უკან დახეული ევროპის ფონზე, მოსკოვი არანაირი ზეწოლის ქვეშ არ იქნება, რომ თბილისთან კომპრომისზე წავიდეს. ეს რაუნდიც, ისევე როგორც ოქტომბრის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ დაწყებისთანავე დასრულდება. 

ევროპის ანულირება შემაშფოთებელია, რამდენიმე თვლასაზრისით. რუსეთი არ გავდა შეშფოთებულს მოლაპარაკებების შეწყვეტით – და ნამდვილად არ უთხოვია მათი განახლება. კიდევ უარესი იყო "ის, რითაც ამ დიალოგის განახლება ახსნეს" ბატონმა სარკოზიმ, ევროკავშირის დროებითმა პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ. შესაძლოა,  გადაწყვეტილების მოლოდინში, ბატონმა სარკოზიმ 7 ნოემბერს აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები შეწყვეტილი კი არა "გადავადებული" იყო, და რაც იმას გულისხმობდა, რომ ამ პროცესის ხანგრძლივობა მასზე და ბატონ ბაროზოს გადაწყვეტილებაზე ყოფილა დამოკიდებული.              

ბაროზო ევროკავშირის ისეთ წევრებს, როგორებიც არიან ლიტვა და პოლონეთი საჯაროდ კიცხავდა - რომ ისინი წინ ეღობებოდნენ ბლოკის კონსენსუსს რუსეთთან დაკავშირებით. "თქვენ შეიძლება ევროკავშირის საერთო პოზიცია ზოგადად არ მოგეწონოთ", თქვა მან, "მაგრამ ეს თქვენს პირად ინტერესებშიც არის, რომ გქონდეთ ერთი და არა სამი ან ოთხი განსხვავებული პოზიცია".

შესაძლებელია, პოლონელებს და ბალტიისპირელებს ბატონ ბაროზოზე უკეთესი იდეა ჰქონოდათ რუსეთთან მოპყრობის თვალსაზრისით. რაც შეგვეხება ჩვენ, ვიხსენებთ აგვისტოში ამერიკელ დიპლომატთან სუბარს რუსეთთან დაახლოვებაზე საქართველოს ომის შემდეგ. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტისთვის რაიმე სერიოზულ ჯარიმაზე ფიქრი გვეცადა, მაშინ როდესაც ისინი გამარჯვების ეიფორიაში იყვნენ, დიპლომატი წინადადებით გამოვიდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი მყარ და ხანგრძლივ დროზე გათვლილ ზომებს მივმართავდით, "იმისთვის, რომ ისინი მიხვდენენ, რომ ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლის". 

მაგრამ ის, რაც რუსეთს გასული კვირის შემდეგ ნამდვილად ესმის, არის ის, რომ ევროპას აბსოლუტურად არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს, და მისი შეჭრა მეზობელ ქვეყნაში ფაქტობრივად რეაგირების გარეშე "ჩაივლის".

ორიგინალი

No comments: