Monday, April 7, 2008

ოპოზიციონერი დემონსტრანტები თბილისში

images
7 ნოემბერი 2008

საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაახლოებით ათი ათასმა ადამიანმა გამოხატა პროტესტი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ისინი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური დემონტრაციის დარბევის პირველ წლისთავს აღნიშნავდნენ.

დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, ბატონი სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა დაპირებებით, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დემოკრატიას გაამყარებდა, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. უკმაყოფილება არსებობს ასევე მეთოდებზე, რომლებითაც სააკაშვილი აგვისტოში ომს ხელმძღვანელობდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს სამხედრო ოპერაციას - ხელახლა დაებრუნებინა აჯანყებული რეგიონები, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - დამანგრეველი დარტყმა მიაყენა.

ბევრად ნაკლები ადამიანი გამოვიდა დღეს ქუჩებში შარშანდელთან შედარებით. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბევრ მათგანს საზოგადოებრივი არეულობის გამოწვევის ეშინია, სანამ რუსეთთან კონფლიქტი ამოწურული არ არის.

ორიგინალი

No comments: