Thursday, April 10, 2008

ისევ რუსულ-ქართულ ომზე

bw_255x54

ჯეისონ ბუში
10 ნოემბერი 2008

ამ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე იმდენი რამ მოხდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ომი უკვე შორეულ მოგონებად ჩანს. დღეს იმის გახსენებაც კი ძნელია, რომ სამი თვის წინ მსოფლიო გლობალური ეკონომიკის მომავალზე კი არ წუხდა, არამედ კავკასიაში სისხლისღვრასა და შესაძლო ახალ ცივ ომზე.

მაგრამ ომი საქართველოში ყველას არ დავიწყებია. კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკვე რამდენიმე თვეა, საერთაშორისო დამკვირვებლები, ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები მისხალ-მისხალ აგროვებენ ცნობებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა რეალურად გასულ აგვისტოში. მათი დასკვნები მოვლენათა საოცრად განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ყოველ შემთხვევაში იმისგან, რაც სულ ცოტა ხნის წინ ასე პოპულარული იყო დასავლურ მედიაში.

რეგიონიდან ახლად მიღებული ანგარიშები იმაზე მიგვანიშნებს, რომ,როცა ვნებები ჩაცხრა და რეალური ფაქტები გამომზეურდა, მომხდარის უფრო ნიუანსირებული აღქმის დრო მოვიდა.

BBC-ის მიერ გადაღებული მძაფრი დოკუმენტური ფილმი იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობს მიაკვლიოს ომის რეალურ სურათს სამხრეთ ოსეთში ჩასული ჟურნალისტი ტიმ ჰიუ. თვითმხილველები, რომლებიც ჰიუმ გამოკითხა ამტკიცებენ, რომ ქართული ტანკები დ არტილერია განზრახ ესროდა მშვიდობიანი მოქლაქეების სახლებს, უფრო მეტიც, ისინი თავს ესხმოდნენ იმათაც, ვინც კონფლიქტის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. BBC-მ ისიც აღნიშნა, რომ თუ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ჟენევის კონვენციის დარღვევასა და სამხედრო დანაშაულის ჩადენას უდრის.

საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარყო ბრალდებები. მაგრამ BBC-ი ერთადერთი აღარაა მათ შორის, ვისაც დასავლეთში საქართველოს მიერ წარმოდგენილი ფაქტების სამართლიანობაში ეჭვი შეაქვს.

BBC-იმ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წარმომადგენლების მონაცემებიც მოიყვანა, რომელთა თანახმად, ქართული შეტევის დროს, სამხრეთ ოსეთის 300-400 მოქალაქე დაიღუპა.ორგანიზაციამ ბოლო დროს უარყო თავისი თავდაპირველი გათვლები, რომელთა მიხედვით სამხრეთ ოსეთში დაღუპულ მშვიადობიან მოქალაქეთა რაოდენობა 44-ს არ აღემატებოდა. დასავლური მედია და ინტერნეტი Human Rights Watch-ის საწყის მონაცემებს საყოველთაოდ ავრცელებდნენ. რუსეთის ხელისუფლება კი ამდროს აცხადებდა, რომ 365 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის სახელის იდენტიფიცირება უკვე მოახდინა.

BBC-მ გამოიკვლია იმ ფაქტის მართებულობაც, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ასე ხშირად იშველიებდა: საქართველომ შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსულმა არმიამ საზღვარი გადმოლახა. ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის, Financial Times-ის დამოუკიდებელ გამოკვლევებთან ერთად, BBC-ის მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიც ეწინააღმდეგება მოვლენათა იმ ვერსიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინა.

დღევანდლამდე ვერც ერთმა დამოუკიდებელმა წყარომ ვერ დაადასტურა პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები, რომ რუსულმა ჯარმა საზღვარი 7 აგვისტომდე, საქართველოს შეტევამდე გადმოლახა. უცნაურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გასამართლებელი საბუთი თავის დროზე არც კი ახსენა და ამის ნაცვლად აცხადებდა, რომ აქციის მიზანი სამხრეთ ოსეთში ”კონსტიტუცირი წესრიგის აღდგენა” იყო.

საქართველო თავის იმითაც იმართლებდა, რომ იმ საღამოს ქართული სოფლები იბომბებოდა და მათი სამხედრო ოპერაცია საპასუხო იყო. მაგრამ The New York Times-ში ამას წინათ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებიც ასევე ეწინააღმდეგება მოვლენათა ქართულ ვერსიას.

ეუთოს დამკვირვებლები ამბობენ, რომ მათ ვერ მიაგნეს მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა ქართული სოფლების დაბომბვის ფაქტს. პირიქით, მათ საქართველო ძალის განურჩეველ გამოყენებასა და არაპრორციულ ქმედებებში დაადანაშაულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო ობიექტებს სარაკეტო დანადგარებით ესროდნენ და ბომბავდნენ .

სიმართლე რომ ითქვას, ჯერ კიდევ ბევრი რამაა უცნობი იმის შესახებ, თუ რა მოვლენები უსწრებდა წინ ომს. მაგრამ უკვე მოპოვებული სარწმუნო ფაქტები საქართველოს ქმედებებთან დაკავშირებით უამრავ კითხვას ბადებს. კითხვები არა მარტო საქართველოსთან, არამედ რეგიონთან დაკავშირებული დასავლური პოლიტიკის და იმის გარშემოც ჩნდება, თუ როგორ წარუდგინის კონფლიქტი დასავლურ პუბლიკას.

ერთი ნეგატიური შედეგი სახეზეა: დასავლეთის აღშფოთება რუსეთის წინააღმდეგ. ეს აღშფოთება ბევრმა უცხოელმა ინვესტორმაც თავის თავზე იგემა. ისინი პირად საუბრებში აპროტესტებენ დასავლელი პოლტიკოსებისა და დასავლური მედიის ანტირუსულ განწყობებს და ნამდვილად მიესალმებიან უფრო ობიექტური ინფორმაციისა და ანალიზის წარმოჩენას.

იმედია, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ობამა ყურადღებით მოეკიდება რეალურ ფაქტებს გაითვალისწინებს ამ დღეების გამოცდილებას , როდესაც რუსთსა და საქართველოსთან მომავალ ურთიერთობებს დაგეგმავს.

ორიგინალი

No comments: