13 ნოემბერი 2008
ყოველდღიურობა დაბრუნდა. ამერიკულ პრესაში არჩეული პრეზიდენტის პირველი კრიტიკაც გაისმა. აკრიტიკებენ ძირითადად ისინი, ვინც ხმა მისცა. უწუნებენ შესაძლო დანიშვნებს, იმას, რომ თავის გუნდში ცივი ომის მოყვარულ აგრსიულ ქორებს აჩერებს და ა.შ. ამით შეშფოთებულებმა, ჩვენს ერთ მეგობარს ამერიკაში მივწერეთ - რა ხდება, ამ კაცს ასე რატომ შეუტიეთ-თქო. იმან კი აი რა გვიპასუხა: ”აბა ქართველებივით, ”ამ კაცს დააცადეთ”-ს ხომ არ დაიწყებენ. უნდა აკრიტიკონ, აბა რა, დაიხაც, წინასწარ და ჯერ არგადადგმული ნაბიჯებისთვის”.
1 comment:
Post a Comment