8 ნოემბერი 2008
ეუთოს მისია იმაში დაადანაშაულეს, რომ მან მოახლოებულ რუსულ-ქართულ კონფლიქტზე განგაში არ ატეხა.
ეუთოს თანამდებობის ყოფილმა მაღალმა პირმა BBC-ის უთხრა, რომ სანამ ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთში შემოვიდოდა, ის საქართველოს სამხედრო აქტივობებზე გაფრთხილებებს იძლეოდა.
გრისტმა თქვა, რომ ეს ”აბსოლუტური მარცხი” იყო-რაპორტები უფროსებამდე ვერ აღწევდა.
ეუთოს პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტაბმა განაცხადა, რომ ინფორმაცია რისკების შესახებ რეგულარულად გადაეცემოდა წევრ-ქვეყნებს და სისტემა გამართულად მუშაობდა.
კონფლიქტი რეგიონში 7 აგვისტოს დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ თავის სეპარატისტულ რეგიონზე, ოსეთზე კონტროლის აღდგენა ძალით სცადა. კონფლიქტს წინ უსწრებდა მცირე მასშტაბიანი შეტაკებები პრორუს მაომბოხეებთან.
რუსეთმა საპასუხო შეტევა წამოიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან, მეორე სეპარატისტული რეგიონიდან, გამოაძევეს.
რუსული ჯარი ორ სეპარატისტულ რეგიონში დარჩა, მოსკოვმა მხარი დაუჭირა მათ მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობას.
პარასკევს, ათასობით ოპზიციურად განწყობილმა დემონსტრანტმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში კონფლიქტის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი აქცია ჩაატარა.
დიპლომატიური გზები
გრისტი ყვება: ”ეუთოს მისია ოსეთში უკვე ბევრი, ბევრი წელია მუშაობს. ჩვენ ის ინსტიტუტი ვიყავით, სადამკვირვებლო მისიის დონეზე, რომელმაც იცოდა, გრძნობდა რა ხდებოდა იქ.
მე ასე ვიტყოდი, რომ უფრო მაღალ დიპლომატიურ დონეზე მოვლენებს ასე ახლოდან თვალს ვერ ადევნებდნენ, ჩვეთვის კი ცხადი იყო, რომ რაღაც მწიფდებოდა”.
მან განაცხადა, რომ ელჩებთან შეხვედრაზე სრულიად ღიად დააფიქსირა, მიმდინარეობს ”საშინელი ესკალაცია. ეს ყველაფერი რუსეთს ხელებს უხსნიდა, მათ შესაძლებლობა ეძლეოდათ საკუთარი ჯარის დასაცავად მათთვის სასურველი ნაბიჯები გადაედგათ”-თქვა გრისტმა.
სტაბი ამბობს, რო ანგარიშები ეგზავნებოდა წევრი ქვეყნების მთავრობებს და მერე ისინი საკუთარ შეფასებებს აკეთებდნენ.
გრისტი ამატებს: ”მე ჩემის მხრივ, 7 აგვისტოსთვის შემაშფოთებელ ინფორმაციას ვიღებდი იმის თაობაზე, რომ რაღაც მზადდებოდა. მაგრამ ასეთი ხმები ორივე მხრიდან ყოველთვის დადიოდა”.
სტაბმა განაცხადა, რომ ეუთოს მხოლოდ დიპლომატიური გზებით შეუძლია მოქმედება, მაგრამ აღიარებს, რომ ამ მხრივაც წარუმატებლობას ჰქონდა ადგილი.
”ამიტომ იყო, რომ ომის დაწყების შემდეგ დაუყოვნებლივ დავიწყეთ მოქმედება. მხოლოდ ერთი მიზანი გქონდა-ცეცხლის შეწყვეტა და ამ თვალსაზრისით, მგონი, წარმატებას მივაღწიეთ”.
ეუთოს მისია საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და გასულ თვეში ევროკავშირისა და გაეროს მოლაპარაკებებს მასპინძლობდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ორი პროტაგონისტი ერთამნეთს არ შეხვდა.
კატეგორიულად
პარასკევს თბილისში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა: ”ჩვენ სამოქალაქო პროტესტის ახალ ტალღას ვაწყებთ და არ გავჩერდებით, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება”.
ოპონენტები სააკაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ დაიწყო ომი, რომელსაც საქართველო ვერ მოიგებდა.
თვითმხილველთა ცნობით, პარასკევის მიტინგს 10 000-მდე ადამიანი დაესწრო.
ისინი პარალემნტის წინ ბანერებით, მოფრიალე დროშებით შეიკრიბნენ და დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვდნენ.
ოპოზიცია 30 000 კაცის შეკრებას ვარაუდობდა, მაგრამ ამდენი არ მოვიდა და არც იმდენი, რაც შარშანდელ აქციებზე იკრიბებოდა.
პრეზიდენტი კატეგორიულად აცხადებს, რომ ომი რუსების მიერ იყო პროვოცირებული და გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
No comments:
Post a Comment