Tuesday, April 8, 2008

საქართველოს ეკლესიის დიპლომატიური მისია რუსეთის მთავრობის წევრს შეხვდა

new_york_times
სოფია კიშკოვსკი
8 ნოემბერი 2008

მოსკოვი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პარასკევს, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფა მოჰყვა, ეს ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი იყო.

ზურაბ აბაშიძემ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში, და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრმა საუბარი შეაფასეს, როგორც "საკმარისად ღია და კრიტიკული".

მართმადიდებელი ეკლესია ქვეყნებს შორის კომუნიკაციის მთავარ არხად იქცა, თქვა მან.

"დღესდღეობით, ამგვარი საეკლესიო კავშირები ფაქტობრივად ერთადერთი ძაფია, ერთადერთი არხი, რომელიც ამ ორ ქვეყანას და ორ ხალხს აკავშირებს", თქვა მან შეხვედრის შემდეგ სატელეფონო ინტერვიუში. მისივე განცხადებით, შეხვედრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არაფერია ნათქვამი.

აგვისტოში, ბრძოლების დროს, ორივე პატრიარქმა ილია მეორემ და რუსეთის პატრიაქრქმა ალექსი მეორემ, საკუთარ მრევლს, ქართველებს და რუსებს შორის სისხლისღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კრემლისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა, როდესაც სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მოსკოვის საპატრიარქოსთნ მიერთების სურვილი გამოთქვეს. პრობლემა არ გადაწყდა – სამხრეთ ოსეთის, და მეორე ჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის ეკლესიების დაქვემდებარების საკითხი კვლავ გაურკვევლი რჩება, თუმცა მოსკოვში, ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკა კანონიკური ტერიტორების საკითხს ვერ განსაზღვრავს.

გარკვეული დაძაბულობა იყო პატრიარქის ილია მეორისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობებშიც.

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც სათავეში ედგა მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსეთის პატრიარქს, ალექსი მეორეს ხუთშაბათს, მოსკოვის ცენტრში, დანილოვის მონასტერში შეხვდა. პატრიაქრმა ალექსიმ კონფლიქტის გადალახვის საქმეში ეკლესიების როლს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

"ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენმა საერთო რწმენამ სასიკეთო გავლენა იქონიოს ჩვენი ხალხების ურთიერთობის ყველა ასპექტზე", თქვა მან. მისი განცხადებების შემდეგ, შეხვედრის დანარჩენი ნაწილი დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

მიტროპოლიტმა გერასიმემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკლესიას არსებითი როლი ენიჭება ასეთი დიპლომატიური ვაკუუმის პირობებში.

"ჩვენ საქართველოსა და რუსეთში იმის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ ეკლესიებს კავშირი არ დაუკარგავთ", თქვა მან. "ჩვენ ვფიქრობთ ეკლესია ამ ურთიერთობების თანდათანობით აღდგენას ხელს შეუწყობს, რადგან რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, ისევე როგორც თბილისში ცხოვრობს ძალიან ბევრი რუსი. დიპლომატიური კორპუსი რომელმაც შეწყვიტა არსებობა, ახლა არსებობს.

"ჩვენმა მოქალაქეებმა ვიზების ასაღებად სხვა ქვეყნის საელჩოებს უნდა მიმართონ. რატომ უნდა ხდებოდეს ასე, რდესაც საუბარია ორ მართმადიდებელ ქვეყნაზე, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ძმური ურთიერთობა ქონდათ?"

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ, თქვა, რომ იგი მიწვეულია თბილისში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის "სოციალური კონცეფციის" პრეზენტაციისთვის, რომელიც მიღებულ იქნა 2000 წელს, და ქართულ ენაზეც ითარგმნა.

ეს საკმაოდ დიდი დოკუმენტი ეკლესიის პოზიციას ასახავს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის აბორტების, ბიოეთიკის, სიღარიბისა და გლობალიზაციის თემებზე.

ორიგინალი

No comments: