ვლადიმირ სოკორი
12 ნოემბერი 2007
საქართველო 2007 წლის ნოემბერსა და 2008 წლის აპრილს შორის შესაძლოა რუსეთის მტრული ოპერაციების სამიზნე გახდეს, რაც ოთხ მთავარ პოლიტიკურ "დედლაინს" უკავშირდება: პირველი და მეორე, რუსეთის საპარალმენტო და საპრეზიდენტო არჩევნებია (დეკემბერი და აპრილი), რასაც შესაძლოა თან ახლდეს არჩევანი გარკვეული მილიტარისტული ოპერაციის სასარგებლოდ, როგორც მოსკოვმა ეს 1990-იანებში ორჯერ გააკეთა. მესამე გახლავთ, კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი (დეკემბერი) და შემდეგ მისი აღიარების საკითხი მრავალი დასავლური ქვეყნის მხრიდან, რაზეც რუსეთს შეუძლია სიმეტრიულად ან ასიმეტრიულად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უპასუხოს. და მეოთხე, ბუქარესტში, აპრილში ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაა, რომლის წინაც მოსკოვს შეუძლია გარკვეული პოლიტიკური ან სამხედრო ოპერაციის ორგანიზება მოახდინოს, რომ საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემის საკითხი ჩააგდოს.
საქართველოს ლიდერები 4-5 ნოემბრამდე ამ პრობლემების გახმაურებისგან თავს იკავებდნენ. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხალხისადმი თავის მიმართვაში (საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია, Civil Georgia, 4, 5 ნოემბერი) ამ გარემოებებზე მოკლედ ისაუბრა. ამ დროს, გაუთვალისწინებელი ოპერაცია თავის პიკს აღწევდა, მილიარდერი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით, რომელიც კოორდინაციას უწევდა ათი პატარა და ორი მათი პარტნიორი დიდი პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ ალიანსს, რომელიც რეჟიმის უშუალოდ შეცვლისკენ მიისწრაფვოდა.
კამპანია ღიად ანტიკონსტიტუციურ მიზანს ემსახურებოდა, მაგრამ მშვიდობიან ტაქტიკას მიმართავდა და აღიქმებოდა როგორც დემოკრატია მოქმედებაში. პატარკაციშვილი ამას საკუთარი მიზნის მისაღწევად აკეთებდა, თუ მოსკოვს ემსახურებოდა – საქართველოში დღემდე ეჭვის საფუძველს წარმოადგენს.
პატარკაციშვილმა საკუთარი ქონება რუსეთში, 1990-იანების დასაწყისში კრიმინალურ-ბიზნესში მოღვაწეობით დააგროვა. ის ბორის ბერეზოვსკის მოკავშირე იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის მიწურულს, 2000-2001 წლებში ის ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა. 2003 წლის შემდეგ, ვარდების რევოლუციის ლიდერებმა პატარკაციშვილის პოლიტიკური გავლენა მოთოკეს, იმავდროულად რუსეთს, რომელიც მას კრიმინალში ბრალს სდებდა და მის ექსტრადიციას ითხოვდა, უარი განუცხადეს. პატარაკაციშვილი დაბრკოლების გარეშე ახორციელებდა თავის ბიზნეს საქმიანობას, ასევე დააფუძნა ტელეკომპანია "იმედი", რომელიც ძლიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა. 2006 წლიდან ის ხელისუფლების ზომიერ ოპოზიციაში გადავიდა, ხოლო 2007 წლის სექტემბრის ბოლოდან და ოქტომბრის დასაწყისში მოულოდნელად კონსტიტუციური წყობის დამხობაზე აქტიურად ალაპარაკდა.
28 სექტემბერს ოპოზიციურმა ალიანსმა რეჟიმის შეცვლის კამპანია დაიწყო. 10 ოქტომბერს პატარკაციშვილმა ამ კამპანიის გაძღოლაზე მზადყოფნა გამოთქვა. 17 ოქტომბერს მან და ოპოზიციურმა გაერთიანებამ მსგავსი პროგრამები გამოაქვეყნეს. პატარკაციშვილი მოუწოდებდა: საქართველოს "ფედერაციული" მოწყობისკენ, რომელშიც 10 რეგიონი შევიდოდა (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარდა), ორპალატიანი პარლამენტის შექმნისკენ, თვითმართველობის უფლებების მაქსიმალიზაციისა და ამ მხრივ ცენტრის ჩარევის მინიმუმამდე დაყვანისკენ, საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმებისა და მომავალში საკონსტიტუციო მონარქიის მოდელის შემოღებისკენ, "სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსებისა" და ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოებისკენ, "ოღონდ არა სხვების (ქვეყნების) ინტერესების ხარჯზე" (Messenger, 19 ოქტომბერი).
იმ ფონზე, როდესაც ორ ვექტორიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე მინიშნებები, რაც ცვლიდა თბილისის დასავლურ ორიენტაციას, შემოთავაზებული კონსტიტუციური ცვლილებები საქართველოს დისფუნქციონალურ იურიდიულ სუბიექტად გადააქცევდა. საეჭვოა აკადემიურ საკონსტიტუციო ექსპერიმენტატორ პატარკაციშვილს კარგად გაცნობიერებული არ ჰქონოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა მის წინადადებებს საქართველოს პირობებში. 28 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ის დააფინანსებდა ოპოზიციურ მოძრაობას, ხოლო 1 ნოემბერს ასევე ოპოზიციური პარტიების დაფინანსების მზადყოფნაც გამოთქვა.
ამ განცხადებებით დადასტურდა მანამდე არსებული ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე. ოპოზიციურ გაერთიანებაში შემავალ ათ პატარა პარტიას, კამპანიის დამოუკიდებლად წარმოების არანაირი შანსი არ გააჩნდა (იხ. EDM, 26 ოქტომბერი, 5, 6 ნოემბერი).
მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში თბილისის ცენტრში მიტინგზე თავი მოიყარა 50 000-ზე მეტმა დემონსტრანტმა 2 ნოემბერს, 3-დან 6 ნოემბრამდე ეს რიცხვი საშუალოდ 10 000-ს აღწევდა, ხოლო 7 ნოემბრის დილას აქ იყო 1 000 ადამიანზე ნაკლები. მომიტინგეების რაოდენობის კლების მიუხედავად ოპოზიციის ლიდერთა რიტორიკა სულ უფრო რადიკალური ხდებოდა, და ბოლოს მათ ქალაქის ცენტრში კარვების გაშლა დაიწყეს, რამაც 7 ნოემბერს პოლიციის ჩარევა დააჩქარა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ და განურჩეველ გამოყენებას. ამას ქვეყნაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.
პატარკაციშვილი 2 ნოემბრის კამპანიის დაწყების მეორე დღეს ისრაელში გაემგზავრა, 7 ნოემბერს კი ლონდონიდან კომუნიკე გამოსცა: "მთელს ჩემს ფინანსურ რესურსებს, უკანასკნელ თეთრამდე მოვახმარ საქართველოს განთავისუფლებას ამ ფაშისტური რეჟიმისგან". კომუნიკემ საქართველოს მთავრობას "ხუნტა" უწოდა, სახელმწიფოს მეთაურს და მის გუნდს "შეშლილები", ხელისუფლებას "არალეგიტიმური" და მის საკუთარ ტელევიზიას "იმედს" კი "ხალხის თავისუფალი ხმა" (ინტერფაქსი, ინტერპრესი, 7 ნოემბერი). 9 ნოემბერს პატარკაციშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს და კითხვებზე პასუხის გასაცემად თბილისში დაიბარეს.
გაერთიანებული ოპოზიცია მუდმივად წამქეზებლურ ლექსიკას იყენებდა. 2 ნოემბრამდე და შემდეგი ხუთი დღის მანძილზეც, ოპოზიციის ლიდერები (მათგან უმრავლესობა არარჩეული) არჩეულ ხელისუფლებას "ტერორისტებს" და "დამნაშავეებს" უწოდებდნენ, არაკანონიერად არჩეულს ეძახდნენ და მოუწოდებდნენ "საქართველოს პრეზიდენტის გარეშე". მათი განცხადებები მიმართული იყო კონსტიტუციური სისტემის დამხობისკენ. ხალხის მასები ამას არ პასუხობდენ, ამიტომ ხელისუფლება ამ ყველაფერს 7 ნოემბრამდე ითმენდა.
საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, 15 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ გაუქმდება. თუმცა, პატარკაციშვილის ოპერაციამ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა გამოიწვია, რომელიც 5 იანვარს გაიმართება. საქართველო, როგორც ჩანს საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში კიდევ ერთი ან ოთხამდე მსგავსი რუსული ოპერაციის პირისპირ აღმოჩნდება. ამგვარად სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციის არ არსებობა საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ასევე დემოკრატიას კიდევ უფრო მყიფეს ხდის.
(Civil Georgia, The Messenger, ნოემბერი 7-11)
No comments:
Post a Comment