Monday, April 7, 2008

ნახტომი უკან

washington_post

ენ აპელბაუმი
13 ნოემბერი 2007

საფრანგეთის რევოლუციას თავისი იაკობინილები ყავდა, რუსული რევოლუცია წითელ ტერორში გადაიზარდა. ჩვენი დროის მშვიდობიან რევოლუციებს თითქოს ძალადობრივი კონტრევოლუციები არ უნდა მოყოლოდა. მაგრამ ახლა ერთ მათგანზე გვიწევს ლაპარაკი.

მართლაცდა სულ ერთ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, იგივე "მიშამ", როგორც მას მეგობრები ეძახიან, დემოკრატიის გავრცელების ამერიკულ იდეას შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ამას ერთი დუჟინა პერვეს მუშარაფი მოახერხებდა. თან ისიც უნდა ითქვას, რომ პაკისტანი დემოკრატიის თვალსაზრისით ისედაც ბევრს არაფერს გვპირდებოდა. მაგრამ საქართველოსგან, რუსეთსა და თურქეთს შორის სოლივით შეჭრილი ამ პატარა, კლანური, მთიანი ქვეყნისგან ხომ მართლაც უამრავს ველოდით. ეს მოლოდინი გასულ ოთხშაბათს სპეცდანიშნულების პოლიციის მასაში, სააკაშვილის მიერ თბილისის ქუჩებში დემონსტრატთა წინააღმდეგ ნაკადად წამოსული ცრემლსადენი გაზის ღრუბლებში გაუჩინარდა. ბრიუს ჯექსონზე, გარდამავალ დემოკრატიათა პროექტის პრეზიდენტზე უკეთ ამას ვერავინ შეაფასებდა: "ჩვენც კი, მათ, ვინც პროფესიულად მუშაობს თვითდესტრუქციული ქვეყნების პრობლემებზე, წარმოუდგენლად ცუდი დღე გაგვითენდა".

ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო არასდროს იზიდავდა ცნობილი ენთუზიასტი დასავლელი ფანების ურდოებს (გაიხსენეთ თუნდაც მსახიობები და მოდელები, რომლებიც ვენესუელელ ჰუგო ჩავესს ეტანებიან). საქართველოს დამკვირვებელებს, პატარა მაგრამ მედგარ ჯგუფს, უკვე კარგა ხანია მიშას გამო სერიოზული ეჭვები აწვალებდა, კაცზე, რომელზეც გასაოცარ, ჯადოსნურ ისტორიებს ყვებიან, ამბებს ღვინოზე, ქალებზე, რისხვის შემოტევებზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეშმაკის ბორბლებზეც კი.

მიუხედავად ამისა, ორი წლის წინათ, საქართველოში ვიზიტისას ამერიკის პრეზიდენტმა, თავისი ქართველი პარტნიორის ძალისხმევა ასე შეაფასა: "დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა... სადაც ყვავის პრესის თავისუფლება, ძლიერ ოპოზიციას მიესალმებიან, ერთიანობა კი მშვიდობით მიიღწევა". ახლა კი, როდესაც სააკაშვილის ბანდიტებმა ცრემლსადენი გაზით დემონსტრაციის დაშლა არ იკმარეს და კერძო ტელევიზიაც, რომელიც ძირითადად რუპერტ მერდოკის მფლობელობაშია, დაარბიეს, ეს გამოსვლა, თუ ლენინის პარაფრაზირებას მოვახდენთ, არა მხოლოდ მიამიტად და ნაადრევად, არამედ საკმაოდ სულელურადაც გამოიყურება. ჯორჯ ბუშმა მთელი კვირის მანძილზე საქართველოზე ერთი კომენტარიც კი არ გააკეთა, რაც მართლაც აღმაშფოთებელია.

ამისი არა მხოლოდ პროგნოზირება, დაზუსტებით თქმა შეიძლებოდა: საქართველოში საქმეს მაინცდამაინც კარგი პირი არ უჩანდა, როგორც ეს ზოგადად რევოლუციებს სჩვევია, თუნდაც მშვიდობიანს. 1989 წლის შემდეგ ცენტრალური ევროპის საკამოდ ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ.

შემდგომ ათ წელიწადში, ამ კომუნისტურ პარტიათა უმეტესობა ისევ გადაირჩიეს. ამასობაში რეგიონის დანარჩენ ქვეყნებში პოლიტიკოსები სულ უფრო კომპეტენტურნი, სულ უფრო პროგნოზირებადნი ხდებოდნენ. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, წარიმართება თუ არა რევოლუციები არასწორად, არამედ იმაში, რატომ წარიმართება არასწორად და რამდენად დიდხანს შენარჩუნდება მათი მონაპოვარი. საქართველომ გასულ რამდენიმე წელიწადში მართლაც ბევრს მიაღწია - ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდა, ინფრასტრუქტურა პოსტსაბჭოთა კოლაფსიდან გამოვიდა, ეკონომიკა განვითარდა, მაგრამ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის ტრადიცია ვერ ჩამოყალიბდა. დემოკრატია ერთჯერადი აქტი როდია - მოხდა რევოლუცია და ყველაფერი მყისიერად შეიცვალა. დემოკრატია პროცესი, პროცედურაა, განვითარების კურსია, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა საბჭოთა ტიპის პოლიტიკური და ეკონომიკური ნომენკლატურა, რომელიც 1991 წლიდან მართავდა ქვეყანას, თავიდან მოიცილეს, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ "მისია შესრულებულია". სამწუხაროდ, ჩვენ ეს უკვე განვაცხადეთ.

საქართველოს მართლაც ბევრი რამ ეპატიება და სააკაშვილმა მათი უმეტესობა უკვე გამოიყენა. მართლაც, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა სულაც არ უწყობს ხელს დემოკრატიის მშვიდობიან განვითარებას, და დროც საკმაოდ რთულია: ეს აღარაა ადრეული ოთხმოცდაათიანები, როდესაც რუსეთი შიდა პრობლემებით იყო დაკავებული და დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპის ინტეგრირების საინტერესო გზები მოიძია. ზედმეტი მტკიცება არ უნდა იმასაც, რომ პუტინის რეჟიმი სააკაშვილისთვის ძირგამოსათხრელად მის არსენალში არსებულ ყველა ხერხს მიმართავს, დაწყებული ეკონომიკური ბლოკადიდან და სეპარატისტული მოძრაობების მხრიდან სამხედრო საფრთხით დამთავრებული. მაგრამ სააკაშვილს გასამართლებლად ვერ გამოადგება ის ფაქტი, რომ მთელი პოლიტიკური ოპოზიცია, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები, ქუჩაში გამოსული დემონსტანტები რუსეთთან არიან შეკრულნი - ეს მართლაც არ ჟღეს დამაჯერებლად. და კიდევ ერთი, რა პრობლემებიც არ უნდა გქონდეს, არ მგონია სატელევიზიო აღჭურვილობის დალეწვით, მათი გადაჭრა მოახერხო.

ეს ყველაფერი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთი ამერიკელი პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს ამავე მხარეში ჩადენილ შეცდომას გვაგონებს. 1990-იანი წლების განმავლობაში ბილ კლინტონი ბორის ელცინს გაუთავებლად უწოდებდა დემოკრატს. სამიტიდან სამიტამდე ამერიკელი პრეზიდენტი რუს პრეზიდენტს მაგალითად ასახელებდა. მაშინაც კი, როცა ელეცინმა დაითხოვა პარლამენტი, ააღორძინა სუკი, დაიწყო რეპრესიული პროცესები, ვლადიმერ პუტინი თავის მემკვიდრედ აირჩია, ამერიკელები ისევ დემოკრატიასა და "თავისუფალ ბაზარზე" ლაპარაკობდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

ასე არ მოხდა. "დემოკრატიული" მეგობრების შეგროვება, ფავორიტი ბედაურის შერჩევაზე იოლი როდია, ამიტომ იქნებ პიროვნებებზე ფოკუსირებას, ინსტიტუტების მშენებლობა ვარჩიოთ. იმედი მაქვს, შემდეგში ასე მოვიქცევით.

ორიგინალი

.

No comments: