Monday, April 7, 2008

დევნილი ქართული მედია

tol-logo1

7 ნოემბერი 2008

ომის შემდეგ მდგომარეობა ქართულ მედიაში კიდევ უფრო გაურესდა - მწვავე საკითხებზე რეალურ დებატებს აქ თავს არიდებენ.

ეს ზუსტად ერთი წლის წინ მოხდა - სპეცრაზმმა ანტისახელისუფლებო მიტინგის შეუიარაღებელ დემონსტრანტებს რეზინის ტყვიები დაუშინა, მერე კი მთავარ ოპოზიციურ სატელევიზიო არხს დაესხა თავს და ეთერიდან გათიშვამდე აღჭურვილობა დაულეწა. ამ მოვლენებმა საქართველოს, როგორც ”დემოკრატიის შუქურას”, სახელი შულახა-სწორედ ამ წოდებაში აიყვანა პრეზიდენტმა ბუშმა საქართველო 2005 წელს თავისი ვიზიტის დროს.

მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა: ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილმა მოიგო, საქართველოს ნატოს წევრობაზე უარი უთხრეს, და ბოლოს, სადავო რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან დამანგრეველი ხუთდღიანი ომი მოხდა.

მხოლოდ ერთ რამეს ვერ შეატყობთ მნიშვნელოვან ცვლილებას - მდგომარეობას ქართული მედიაში და იმას, თუ როგორ ეკიდება ქართული მმართველი ელიტა პრესის თავისუფლებას.

პოლიტიზებული, მიკერძოებული, ზერელე

დიახ, თუ საქართველოს მედიას მეზობელი ქვეყნებისას შეადარებ, ის თითქოს უფრო თავისუფალია, მაგრამ ჟურნალისტები ისევ ჩივიან, რომ ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლება განაგრძობს პირდაპირ და არაპირდაპირ კონტროლს მედიასაშუელებებზე. ტენდენცია კიდევ უფრო გამოხატული ნოემბრის შარშანდელი მოვლენების შემდეგ გახდა, როცა მთავრობამ ანტისახელისუფლებო მიტინგი დაარბია და პოპულარული ოპოზიციური არხი ”იმედი” იმ საბაბით დახურა, რომ ის ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლების წარმომადგენელები ამტკიცებდნენ, რომ არხის ერთ-ერთი მფლობელისა და ქართველი ოლიგარქის, ბადრი პატარკაციშვილის ამბიციებმა ”იმედის” მაუწყებლობას სახელი გაუტეხა. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ეს ნაბიჯი და ბოლოს ზეწოლით, 34 დღის შემდეგ, არხის მაუწყებლობის განახლებას მიაღწია.

ყველაზე ნიშვნელოვანი სამაუწყებლო მედიასაშუალებები რამდენიმე დიდი ეკონომიკური ჯგუფის ხელშია. ამ არხების უცნობი მფლობელები მალავენ საკუთარ კავშირს პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ მათი მიკორძოებული მაუწყებლობა ყველაფერს ცხადყოფს: ”რუსთავი 2” და ტელეკომპანია ”იმედი” თავის ახალ ინკარნაციაში ხელისუფლების ინტერესებსა და პოლიტიკას ემსახურებიან, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობა - სსმ და მხოლოდ ”კავკასია” რჩება ოპოზიციის აზრის გამომხატველად.

ვერსად წააწყდები დაბალანსებულ, ღრმა დისკუსიას ქვეყნის წინაშე მდგარი უამრავი მწვავე საკითხის გარშემო, რომ აღარაფერი ვთქვათ, გამოძიებით ჟურნალისტიკაზე. ბეჭდური მედია პირდაპირი პოლიტიკური გავლენისგან უფრო თავისუფალია, მაგრამ თავისი მფლობელების კაპრიზებსა და პოლიტიკურ შეხედულებებზეა დამოკიდებული. მცირე გამონაკლისის გარდა, უმეტესობა უკიდურესად პოლიტიზებული, მიკერძოებული, ზერელეა, არც ერთ მათგანს არ ზღუდავს ეთიკური შიდაგანაწესი. ისინი იშვიათად აშუქებენ ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, რეგიონები. ამ თემატიკას პოლიტიკურ ინტრიგასა და კინკლაობას ამჯობინებენ.

ჟურნალისტები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციებში პროფესიული წვრთნები აქვთ გავლილი, დღემდე თვითცენზურით არიან დაკავებულნი, სამუშაო ადგილის გადასარჩენად იძულებულნი არიან სხვებივით ტენდენციურ მასალას მოამზადონ. არ არსებობს სივრცე, სადაც მიღებულ კვალიფიკაციას გამოიყენებდნენ.

კვალიფიციური საინფორმაციო სივრცის ერთადერთი ოაზისი ინტერნეტია, მაგრამ ეს მედიუმი ძალიან განუვითარებელია. როგორც წესი, ქართული ინტერნეტი სხვა რესურსებში გამოქვეყნებულ ნიუსებს უფრო აქვეყნებს, ვიდრე საკუთარი წარმოებისას. ქართული გაზეთების ვებსაიტები თავისივე ნაბეჭდი ვერსიების რეპრინტს წარმოადგენს. თავის მხრივ, ქართველი ინტერნეტმომხმარებელი (მუდმივად ხელი ინტერნეტზე მხოლდ 4%-ს მიუწვდება) ინტერნეტს უფრო იმეილისა და სხვა სახის კომუნიკაციისთვის იყენებს, ვიდრე ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

როდესაც აგვისტოში სადავო ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის გამო შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, მედია კიდევ უფრო დაბლა დაეშვა. ეთერიდან ამოიღეს სადისკუსიო პროგრამები, დატოვეს მხოლოდ ტენდენციური, უინტერესო საინფორმაციო გამოშვებები, რათა საეთერო დრო ისე შეევსოთ, რომ თავი აერიდებინათ საქართველოს ხელმძღვანელობის საეჭვო ნაბიჯების გარშემო დისკუსიებისათვის. ამის ნაცვლად მაუწყებელთა უმეტესობა ომს, როგორც ”პატრიოტები” ისე ასახავდნენ, მთავრობის განწყობებს გამოხატავდნენ და ნაციონალისტურ გრძნობებს აღვივებდნენ. ინტერენტში, ყველაზე პოპულარული საიტი, ქართული ფორუმი, ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიენებს ომის შესახებ ღია დისკუსია შეეძლოთ გაემართათ-დროებით, ორი დღით, გამორთული იყო.

ქართველთა უმეტესობა იმისთვის, რომ ის ინფორმაცია მოეპოვებინათ, რომელსაც სამი მთავარი ქართული არხი არ გადმოსცემდა. (ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდებოდა, რომ ქართველი სამხედროები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კონფლიქტის ზონაში ქართველ ჟურნალისტებს არ უშვებდნენ ), ინტერნეტს მიუბრუნდა . YouTube, მაგალითად, აჩვენებდა გორის დაბომბვის კადრებს, რომელიც ქართული მედიისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ზოგიერთი ეპიზოდი ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს, ნამდვილი ”სამოქალაქო ჟურნალიზმის” მაგალითი.

რეალური ახალი ამბების დაუკმაყოფილებელი შიმშილი

ომის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ახლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე ქართული მედიასაშუალება ქვეყნისადმი წამოყენებულ ბრალდებებზე - შესაძლო სამხედრო დანაშაულებების ჩადენის შესახებ- ირეაგირებს და სერიოზულ ჟურნალისტურ გამოძიებას დაიწყებს. ამ ბრალდებების თანახმად ქართვლებმა ძალა განურჩევლად გამოიყენეს, ბომბავდნენ მშვიდობიან ობიექტებს (ბრალდებები BBC-ის დოკუმეტურ ფილმში გაჟღერდა).

ქვეყნის რამდენიმე დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, რომლებიც პოლიტიკოსი მფარველების ფულით არ არიან განებივრებულნი, საშინლად სჭირდება დახმარება. ქართული ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ინფორმაციას ომამდე ძირითადად რუსეთიდან იღებდნენ. მათ ერთ ღამეში ინფორმაციის ახალი მიმწოდებლების შოვნა მოუხდათ, რაც იმით დასრულდა, რომ საკუთარ გამოცემებზე ფასის გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთების ბრუნვამ ომის შემდეგ მოიმატა, რაც ინფორმაციული შიმშილის მიმანიშნებელია- სარეკლამო შემოსავლებმა ეკონომიკური პრობლემების გამო საგრძნობლად იკლო.

შესაძლოა დონორებმა ქართული მედიასაშუალებები დააფინასოს, მაგრამ თუ დღეს არსებულ კლაუსტროფობიულ კლიმატში სერიოზული ცვლილებები არ მოხდა, დამოუკიდებელი მედიის ავანპოსტი თავის სამუშაოს რიგიანად მაინც ვერ შეასრულებს,

საქართველოს რეკონსტრუქციისთვის მილიარდობით დოლარს შეპირდნენ, მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა თავის ნებაზე არ უნდა მიუშვან, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს ანტირუსი მეგობრები ძალიან სჭირდება, ისეთებიც კი, რომლებმაც საკვანძო დემოკრატიულ ღირებულებებს უღალატა.

აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს ბარაკ ობმას საქართველოსთან არაფერი აკავშირებს ისეთი, რაც მის კონკურენტს მაკკეინს, რომელსაც სააკაშვილთან მკაცრი ტონით ლაპარაკი გაუჭირდებოდა (საარჩევნო პირველი დებატების დროს ჯონ მაკკეინი მას მოფერებით ”მიშას” ეძახდა და ”დიდ, ქართველ პრეზიდენტს” უწოდებდა). ბარაკ ობამამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავის ქართველ კოლეგას უნდა გააგებინოს, რომ ის დახმარებას ვერ მიიღებს, თუ წარსულის ცოდვათა გამოსასყიდად რეალურ პროგრესს არ მიაღწევს.

ორიგინალი

No comments: