11 ნოემბერი 2008
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოცდილ შევეიცარელ დიპლომატს რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის გამოძიება სთხოვეს.
აგვისტოში სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის გამო ატეხილ ომსა და მოვლენათა ესკალაციაში რუსეთი საქართველოს, ხოლო საქართველო რუსეთს ადანაშაულებს. ამიტომ ევროკავშირმა მოვლენათა ზუსტი მსვლელობის დასადგენად გამოძიება წამოიწყო.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ბრიუსელში გამოძიების ჩასატარებლად აირჩიეს ჰაიდი ტაგლიავინი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს კავკასიის რეგიონს.
პარადოქსულია, მაგრამ შვეიცარია, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, არ არის 27 ქვეყნისგან შემდგარი ბლოკის წევრი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მოსკოვს და თბილისს ტაგლივიანისთან სრულყოფილი თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
”ორივემ მხარემ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ერთმანეთთან ყოველდღიურ რეჟიმში ითანამშრომლოს ”-თქვა მან და დაამატა, რომ ტაგლიავინის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არსებული სიტუაციის შესწავლისა, რათა განსაზღვროს ის, თუ რა არის გასაკეთებელი მომავალში.
”უპირველესი პრიორიტეტი სამოქალაქო ობიექტების აღდგენაა, რომელთა ნგრევაც ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელ ომში ჯერ სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარის შესვლამ, ხოლო მოგვიანებით რუსული არმიის დამანგრეველმა პასუხმა გამოიწვია.
ჰაიდი ტაგლივიანი, რომელიც შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამსახურში 1982 წლიდან მიუერთდა გამოცდილი დიპლომატია და წარსულში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას ხელმძღვანელობდა, მუშაობდა ეუთოს დამხმარე ჯგუფში ჩეჩნეთში და 1990-იანების შუა წლებში შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში.
No comments:
Post a Comment