დერეკ კრავიცი
7 ნოემბერი 2008
New York Times-ში დღეს გამოქვეყნებული რეპორტაჟის თანახმად, ევროპული სამეთვალყურეო მისიის მონაცამებმა პროდასავლური საქართველოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჯერ მას შეუტიეს, ეჭვის ქვეშ დააყენა.
ეუთოს საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის თანამშრომლებმა მომხდარის განსახილველად აგვისტოსა და ოქტომბერში დახურულ კარს მიღმა ორი თათბირი ჩაატარეს. The Times-მა მოიპოვა ორივე შეხვედრის შედეგები და ეს ინფორმაცია დასავლელ დიპლომატებს დაადასტურებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ახლად მოპოვებული მასალები საბოლოო არ არის და საქართველოს ლიდერებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ, ისინი ცხადყოფენ, რომ საქართველოს არც თუ ისე გამოცდლმა შეირაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე შეტევისას 7 აგვისტოს ”მშვიდობიან მოქლაქეებს, რუს სამშვიდობოებსა და შეუიარაღებელ მეთვალყურეებს საფრთხე შეუქმნა. შეტევის საბაბად რუსეთის აგრესია დასახელდა.
ეს ომი საქართველოსთვის უბედურება იყო. რუსეთმა ომის შემდეგ პატარა ქვეყნის ოკუპირება მოახდინა.
ომის შედეგებით გამოწვეული უკმაყოფილება დღეს საქართველოს დედაქალაქში, თბილისში 50 000-იანი მიტინგით გამოხატეს, აგვისტოს შემდეგ ეს პირველი აქცია იყო.
ოპოზიცია მთავრობისგან ომში დაშვებული შეცდომების გამო განმარტებებს და პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდა.
ომმა დაძაბა ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც ღიად უჭერდა მხარს საქართველოს და პოლონეთსა და ჩეხეთში თავდაცვითი სარაკეტო სისტემების განთავსება გადაწყვიტა. The Wall Street Journal-ის პუბლიკაციის თანახმად, სარაკეტო ფარი ირანის შესაძლო თავდასხმის გამო დამონტაჟდა. რუსეთმა გააპროტესტა გეგმა და განაცხადა, რომ მცირე-დამიზნების რაკეტებს დასავლეთ ევროპის საზღვართან განათავსებს.
ერისადმი მიმართვაში, ოთხშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ს საგარეო პოლიტიკას ეგოისტური უწოდა და ქვეყნის ”ეკონომიკური” შეცდომები გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიზეზად დაასახელა.
თავის 85 წუთიან გამოსვლაში მედვედევმა თქვა, რომ მისი ქვეყნის ომი საქართველოსთან ”ბევრ სხვა მოვლენათა შორის, აშშ-ს ადმინისტრაციის ქედმაღლური პოლიტიკის შედეგია. ეს ადმინისტრაცია ვერ იტანს კრიტიკას და უპირატესობას ცალმხრივ გადაწყვეტილებებს ანიჭებს”.
No comments:
Post a Comment