ჯეიქ ოქინქლოსი და ალექს ლუმისი
6 ნოემბერი 2008
რუსეთის თვითდესტრუქცია
7 აგვისტოს ღამით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრძანება გასცა - სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალზე მოულოდნელი შეტევა მიეტანათ. პირველად ორი ათწლეულის შემდეგ, იგი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეგიონზე კონტროლის აღდგენას შეეცადა. ჰარვარდის პროფესორმა ტიმოთი კოლტონმა HPR-ს განუცხადა, რომ სააკაშვილი სულსწრაფი აღმოჩნდა და კონფლიქტის გრძელვადიან პერსპექტივაში დარეგულირებას არჩია - რუსეთის სისუსტესა და ამერიკის მხარდაჭერაზე გათვლილი "სულელური თავგადასავალი".
კონფლიქტის უშუალო შედეგმა დაგვანახა, რომ სააკაშვილის ორივე გათვლა მცდარი იყო. ეთნიკური რუსების მკვლელობამ, საქართველოს მეზობელი, რომელსაც 100 ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, ხოლო მისი მშპ საქართველოსას 30 ჯერ აღემატება, კიდევ უფრო განარისხა. აგვისტოს ბოლოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ავტონომია უზრუნველყო და ქვეყნაში შეჭრით მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსეთის სამხედრო წარმატება მოჩვენებითია. სუსტი მეზობლის დაჯაბნით რუსეთის მთავრობამ საკუთარი საერთშორისო პოზიცია შელახა და ეკონომიკა საფრთხის წინაშე დააყენა - მსოფლიომ ნათლად დაინახა ახალი ათასწლეულის გლობალურ საქმეებში რუსული მოდელის მანკიერი მხარეები.
არავინ მოხიბლულა
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტმა რუსეთსა და ნატოს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გააფუჭა. როგორც ჰარვარდის პროფესორი ჯოზეფ ნაი ამბობს, რუსეთის არაპროპორციულმა პასუხმა, მის რეპუტაციას დასავლეთში სერიოზული ზიანი მიაყენა. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რომ სამხრეთ ოსეთში წესრიგის დამყარებაზე ბრძანებით შემოფარგლულიყო, ევროპისა და ამერიკის კრიტიკა უფრო ხმადაბალი იქნებოდა, თუნდაც ამ უკანასკნელთა მხრიდან 1990-იან წლებში კოსოვოს ამბებში ჩაერევის გამო. რუსეთი საქართველოში შეჭრას დასავლეთის მაშინდელ ქმედებას ადარებს, და ამბობს, რომ მან ეს ეთნიკური რუსების დასაცავად გააკეთა.
მაგრამ საქართველოს ნგრევამ რუსეთს არაპროგნოზირებადი გოლიათის იმიჯი შეუქმნა, რომლის შემდეგი სამიზნე, ანუ პოტენციური დავითი მომავალში შეიძლება უფრო დასავლეთით მდებარე უკრაინაც იყოს. ჰარვარდის კენედის სკოლის გენერალმა ტედ ოლსთორმა HPR-თან ინტერვიუში განმარტა "როდესაც საქმე საქართველოზე მიდგა, აღმოჩნდა, რომ დანარჩენ მსოფლიოს ბრძოლისთვის ძაღლები არ ჰყავს. მაგრამ ისინი ყურადღებით არიან, ამ ფაქტმა რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო შორსწასული ქმედებები არ გამოიწვიოს". პოლონეთი საკმარისად შეშინდა იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად საკუთარ ტერიტორიაზე რაკეტსააწინაარმდეგო ფარის დაყენებაზე დათანხმებულიყო. რუსეთმა ძალის დემონსტრირება კი მოახდინა, მაგრამ ომმა გვიჩვენა, რომ მას ცალმხრივი ქმედებებისთვის საკმარისი საერთაშორისო გავლენა არ გააჩნია.
არასტაბილურობის ფატქორმა, არამხოლოდ რუსეთის მეზობლები, არამედ უცხოელი ინვესტორებიც შეაშინა, რაც რუსეთიდან კაპიტალის ფართომასშტაბიან გადინებასა და აგვისტოში რუსულ საფონდო ბირჟაზე შექმნილ პრობლემებში გამოიხატა. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ჰარვარდში Weatherhead-ის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის პროფესორი კარლ კაისერი ამბობს, რომ გაურკვეველია ზუსტად რომელმა ფაქტორმა გამოიწვია ინვესტორების შეშინება – ომმა თუ რუსული მთავრობის ანტაგონიზმმა უცხოური ბიზნესის მიმართ. ცოტას თუ ეპარაება ეჭვი, რომ კაპიტალისტებს საქართველოში გაჩაღებული ომის შეეშინდათ, მათ ეს რუსეთის მომავალი განვითარებისთვის საფრთხედ აღიქვეს.
არანაირი გლობალიზაცია
გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა რუსეთ-საქართველოს ომის ეფექტი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს კრიტიკული ფაქტი გახლდათ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის ქმედებების ანატომიაზე მიუთითებდა. დღეს, ერთი მხრივ ევროპაში მიმავალი ნავთობისა და გაზის ნაკადი და მეორე მხრივ რუსეთში მიმავალი უცხოური ინვესტიციები, ურთიერთგადაბმული ფაქტორებია. რუსები ევროპის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებრივ მოდელს ეზიარნენ, ამიტომ დასავლეთ ევროპული ერები, განსაკუთრებით ფრანგები და გერმანელები დარწმუნებული არიან, რომ ევროპის უსაფრთხოების ნებიემიერი გრძელვადიანი სტრატეგია, პროცესში რუსეთის ინტეგრაციას უნდა გულისხმობდეს. ეს ფაქტორი აგვისტოს კონფლიქტის დროს შემქნილ დეკლარაციაშიც აისახა. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენს, რუსეთის ხელმძღვანელობასთან ჯარების გაყვანაზე ფრთხილ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
აშშ-ს ამ თემაზე განსხვავებული შეხედულება აქვს და ევროპის რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების ფაქტს არ იზიარებს. ამას ტრანსატლანტიკური დავაც მოჰყვა თემაზე, რამდენად მკაცრი უნდა იყოს დასავლეთი აღორძინებული რუსული დათვის მიმართ. ამერიკა ევროპას ბრალს დებს, რომ ის არასაკმარისად მკაცრ კურსს ატარებდა რუსეთის მიმართ, მაგრამ ევროპას, რომელმაც დაინახა რომ საკმაოდ ძლიერადაა დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, მიაჩნია, რომ რუსეთის იზოლაცია არასასურველ შედეგს გამოიღებს.
არცერთ მხარეს არ სურს ირანმა ბირთვული იარაღი შეიძნოს, იმავდროულად აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოსგან რეგიონების გამოყოფის პრეცედენტი აღიარონ, რომ მსგავსი სიტუაცია შემდეგ ჩეჩნეთსა და ბასკეთში არ შეიქმნას. თუკი ოდესმე აგვისტოს ომი რუსეთისთვის გრძელვადიან წარმატებად ჩაითვლება, მხოლოდ იმიტომ რომ მან გაკვეთილის ფუნქცია შეასრულა, რომელმაც ყველას დაანახა დამოუკიდებელი ქმედებების საფრთხე, ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში.
No comments:
Post a Comment