Sunday, April 6, 2008

მომავალ წელს პუტინი კრემლში ბრუნდება

images
6 ნოემბერი 2008

პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის წინადადება საპრეზიდენტო ვადის გაზრდაზე გზას უხსნის 2009 წელს ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად დაბრუნებას, იუწყება დღეს მედია კრემლის წყაროებზე დაყრდნობით.

"ვედომოსტი დეილი" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროს ციტირებს. განცხადების თანახმად, ოთხშაბათს მედვედევის გამოსვლაში გაჟღერებულ წინადადებას არჩევნებთან მივყვართ. ეს პუტინის დაბრუნებასთან დაკავშირებული მასშტაბური გეგმის ნაწილი იყო. პუტინის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს AFP-ს განუცხადა, რომ მომავალ წელს არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ არსებობს, მაგრამ მას არ უარყვია ის ფაქტი, რომ დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა მომავალში პრეზიდენტად შესაძლოა კენჭი ისევ იყაროს.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მომავალ წელს არანაირი არჩევნები არ არის. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი (პუტინი) პრემიერ-მინისტრია, მას სურს პრემიერ-მინსტრად მუშაობა. დიმიტრი ანატოლევიჩი (მედვედევი) პრეზიდენტად მუშაობას აპირებს", თქვა პესკოვმა. კითხვაზე, აპირებს თუ არა პუტინი მომავალში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, მან განაცხადა: "მედვედევის საპრეზიდენტო ვადა ეს ესაა დაიწყო. შეუძლებელია დღეს ამაზე ლაპარაკი".

ვედომოსტის წყარო აცხადებს, რომ მედვედევი პუტინმა იმისთვის აირჩია, რომ მას "აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები და არაპოპულარული სოციალური რეფორმები განეხორციელებინა, რათა პუტინი მოგვიანებით კრემლში უფრო დიდი ხნით დაბრუნებულიყო". "მედვედევს შეუძლია ადრე გადადგეს და თქვას, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, ამის შემდეგ 2009 წელს არჩევნები დაინიშნება", თქვა წყარომ.

ამ წლის დასაწყისში პუტინს უფლებამოსილების ორი ვადის გასვლის შემდეგ ადგილი სხვისთვის უნდა დაეთმო. მან მედვედევი თავის მემკვიდრედ დანიშნა, და საკუთარი პოპულარობის ხარჯზე ფაქტობრივად გარანტირებული გამარჯვება უბოძა. რუსეტის კონსტიტუცია არ კრძალავს - ყოფილმა პრეზიდენტმა თანამდებობა ხელახლა დაიკავოს, თუკი ეს ვადა წინა ორი ვადის შესრულებას არ მოსდევს.

"პუტინის საარჩევნო კამპანია ფაქტობრივად დაწყებულია", აცხადებს ვედომოსტის, ამჯერად სხვა, კრემლთან დაახლოვებული წყარო. მისი ასევე ისიც თქვა, რომ 20 ნოემბერს პუტინი თავისი პარტიის, გაერთიანებული რუსეთის ყრილობაზე ფაქტობრივად წინასაარჩევნო სიტყვას წარმოთქვამს.

ორიგინალი

No comments: