სებასტიან ალისონი და ლუბოვ პრონინა
6 ნოემბერი 2008
რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ბევრი დრო არ დაუკარგავს და ბარაკ ობამას პირველი გამოწვევა გაუგზავნა.
ობამას გამარჯვებიდან სულ რამდენიმე საათი იყო გასული, როცა მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ-ს სარაკეტო სისტემების ნეიტრალიზაციისათვის კალინინგრადში, პოლონეთისა და ლიტვის მოსაზღვრე რეგიონში, ახლო დამიზნების რაკეტების განთავსებას გეგმავს. რადიოსისტემების ინსტალაციაც აგრეთვე პოლონეთსა და ჩეხეთში აშშ-ს სისტემების საწინააღმდეგოდ იგეგმება-განაცხადა მან.
ამ გეგმამ დაადასტურა, რომ ობამას სურვილს სულ უფრო აგრესიულად განწყობილ რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, წინააღმდეგობები გადაეღობება. ობამას დამოკიდებულება ომისადმი საქართველოში და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისადმი მისი რესპუბლიკელი მეტოქის ჯონ მაკკეინისა და პრეზიდენტ ბუშის პოზიციების იდენტურია, მაგრამ, რაც შეეხება სარაკეტო დანადგარებს, ობამას დამოკიდებულება შედარებით რბილია.
”ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ტესტია ობამას ადმინისტრაციისთვის”-ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერების ექსპერტი რუსეთის საკითხებში, კიმბერლი მარტენი.
მედვედევის გადაწყვეტილება სტრატეგიულად არაფერს ცვლის და არც იმას ისახავს მიზნად, რომ ობამას შეხედულებებზე აშშ-ს სარაკეტო ფართან დაკავშირებით ზემოქმედება იქონიოს-გვითხრა მან სატელეფონო საუბარში.
”პოზა”
”ეს პოზაა”-ამბობს მარტენი-კალინინგრადი ისედაც უკიდურესადაა მილიტარიზებული: აქ უკვე არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, ასე რომ ეს სარაკეტო დანადგარები მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის თავდაცვით ბალანსს რეგიონში.
კშიშტოფ ბომბინსკიმ, პოლონური პოლოტიკური ინსტიტუტის დირექტორმა განაცხდა - მედვედევის სიტყვები იმაზე მიანიშნებს, რომ ”ობამას პირველ გამოცდას” უტარებენ.
”რუსები ფიქრობენ, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება სარაკეტო ფართან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია და რუსეთს სურს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგოს”.
აშშ-ს მოკავშირე ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, მუდმივად იმეორებენ, რომ სარაკეტო ფარი მათი ყოფილი საბჭოთა პატრონისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტასკმა ვარშავაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედვედევის განცხადება ”პოლიტიკური და არა სამხედრო დეკლარაციაა” და სერიოზულ განხილვად არ ღირს. ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამსკუსმა სპეციალური განცხადება გამოსცა, რომელსაც ”გაგების მიღმა” უწოდა.
გაფრთხილება ობამას
”ეს ობამასთვის მიცემული გაფრთხილებაა - ნათელი, ერთმნიშვნელოვანი გაფრთხილება, რომ წინ მას მძიმე მოლაპარაკებები ელოდება-გვითხრა სატელეფონო საუბარში ალექსანდრე რაფმა, ბერლინის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტმა. სარაკეტო ფართან დაკავშირებით მედვედის მიერ მიცემული პირველი სიგნალი, ალბათ, ნაადრევია, რადგან ობამა სისტემას უფრო ნაკლებად უჭერს მხარს, ვიდრე პრეზიდენტი ბუში”-ამბობს რაფი.
ობამამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ამ გეგმას, თუ ის ეფექტური და ფინანსურად რეალიზებადი იქნება - განაცხდა გასული თვის ინტერვიუში მაიკლ მაკფოულმა, სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა რუსეთის საკითხებში, რომელიც საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ობამას მრჩეველი იყო. ობამას საარჩევნო შტაბს მედვედევის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა შონ მაკკორმაკმა რუსეთთან დაკავშირებით იმედგაცრუება გამოხატა და განაცხადა, რომ აშშ-მ უკვე გააგზავნა სპეციალური წერილი, სადაც ”შეეცადა გადაეწყვიტა რუსეთის შეშფოთება სარაკეტო-თავდაცვით გეგმასთან დაკავშირებით და რომ აშშ კიდევ ღიაა დიალოგისთვის”.
”მაგრამ, თქვენ იცით, რომ მათ უკვე შეიქმნეს ამ საკითხთან დაკავშირებით განწყობა -მათ არ მოსწონთ ეს იდეა და აპირებენ ნებისმიერი ფორმით გაუწიონ წინააღმდეგობა”-თქვა მაკკორმაკმა.
ინერციის ტვირთი
”რუსეთმა არ უნდა მოახდინოს ზეწოლა აშშ-ს ახალ პრეზიდენტზე იმისთვის, რომ სწრაფად მიიღოს დათმობა”-ამბობს კონსტანტინ კოსაჩოვი, რუსეთის ”დუმის” საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე. ”ობამა ცივი ომის ინერციით დამძიმებული არ არის” და ამიტომ მზადაა მოქნილი პოლიტიკის გასატარებლად.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ქინ ჯანგმა კიდევ ერთხელ განაცხდა, რომ მისი მთავრობაც წინააღმდეგია სარაკეტო თავდაცვითი ფარის განთავსებისა.
”ჩინეთს ყოველთვის მიაჩნდა, რომ გლობალური სარაკეტო რაკეტების სისტემები არ უწყობს ხელს სტრატეგიულო ბალნსსა და სტაბილურობას, ისევე როგორც ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებასა და რეგიონის სტაბილურობას”-განაცხადა მან დღეს ბეჟინში-”სერიოზულმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების შეშფოთება”.
პარლამენტარებთან გამოსვლისას, როდესაც სარაკეტო დანადგარების საპასუხოდ დიდი ხნის წინათ დაპირებულ ნაბიჯზე ლარაკობდა, მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ ობამა, ბუშისგან განსხვავებით, საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთთან ითანამშრომლებს.
”პროგრესი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”-თქვა მედვედევმა და დაამატა, რომ ეს ურთიერთობები ახლა მძიმე პერიოდს გადის.
”თანამედროვე თვალთახედვა”
არჩევნებამდე მედვედევმა განაცხადა, რომ ის მზადაა იმუშავოს ვაშინგტონის ახალ ლიდერთან, ვინც არ უნდა იყოს ის, თუმცა შეფარვით ობამას უპირატესობა მიანიჭა: ”უფრო ადვილი იქნება თანამედროვე თვალთახედვის მქონე ადამიანებთან მუშაობა, ვიდრე იმათთან, რომელნიც წარსულისკენ იხედებიან”-განაცხადა მან. მედვედევმა ობამას გამარჯვება ტელეგრამით მიულოცა, განაცხადეს კრემლში.
რუსეთის ლიდერმა ისევ გააკრიტიკა ამერიკა გლობალური ფინანსური კრიზისისთვის და თქვა, რომ აშშ-მ ვერ შესძლო თავისი ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირება სხვა ქვეყნებთან, რითაც ლოკალური კრიზისი მთელი პლანეტის ფინანსური ბაზრების დაცემის მიზეზად აქცია. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან აგვისტოს ომში აშშ-მ მაპროვოცირებელი როლი ითამაშა. ეს პოზიცია მან ადრეც დააფიქსირა.
მედვედევმა განცხადებების გასაკეთებლად ისეთი დღე აირჩია, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-ში არჩევნებისადმი იყო მიპყრობილი და საშინაო პოლიტიკურ ცვლილებებზე ილაპარაკა: რუსეთის პრეზიდენტს ვადა ოთხიდან ექვს წლამდე ეზრდება.
ახლა რუსეთის პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით შეიძლება. პუტინმა, როგორც პრეზიდენტმა, 2000 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე ძალაუფლების ცენტრალიზაცია მოახერხა. ის ახლა მედვედევის პრემიერ-მინისტრია და შეუძლია შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
რაც შეეხება, გლობალურ კრიზისს, მედვედევმა განაცხადა, რომ აუცილებელია აშშ-ს, ევროპის კავშირის, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ერთობლივი ძალისხმევა ისეთი ეკონომიკური სისტემის შესაქმნელად, რომელიც ”უფრო სამართლიანი და დაცული” იქნება. მან აქვე დაამატა, რომ ”ჩვენ რადიკალურად უნდა შევცვალოთ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები. რუსეთი, მუდამ მოითხოვს ამას”.
მედვედევი 15 ნოემბერს ფინანსური კრიზისადმი მიძღვნილ სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში მიემგზავრება. პრეზიდენტის სპიკერმა ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა, რომ ჯერ არაა გადაწყვეტლი, შეხვდება თუ არა მედვედევი ახალ პრეზიდენტს ამ ვიზიტის განმავლობაში.
No comments:
Post a Comment