ბრიუს ქრამლი, პარიზი
14 ნოემბერი 2008
ევროკავშირის მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გადაწყვეტილება, რომელიც ზაფხულში, საქართველოს კონფლიქტის გამო დროებით შეჩერებული იყო, იმის ნათელი ილუსტრაციაა, თუ როგორ შეიძლება პირადი ინტერესების გამო საგარეო პოლიტიკაში პრაგმატულმა მიდგომამ იმძლავროს. ურთიერთოები ოფიციალურად პარასკევს აღდგება, როდესაც ევროკავშირის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს ნიცაში შეხვდებიან, რომ ხელახლა განაგძრონ მოლაპარაკებები პარტნიორობის და თანამშრომლობის ახალ
ხელშეკრულებაზე, რომელიც აგვისტოში რუსეთის მიერ მისი ერთი ციდა მეზობლის, საქართველოს მიმართ საომარი კამპანიის წარმოების გამო შეწყდა.
"ევროპის და რუსეთის ურთიერთობები ყოველთვის საკმარისად ცინიკური იყო. აშშ-სგან განსხვავებით, ევროპის პოლიტიკა უფრო მეტად პატიებასა და იგნორირებაზე იყო ორიენტირებული", ამბობს ფაბიო ლიბერტი, პარიზის სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის სპეციალისტი. "ასეთ შემთხვევაში, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც ობამას ხელისუფლებაში მოსვლას ელოდება, ძალიან მოწადინებულია რუსეთსა და ევროპას შორის განსაკუთრებული ურთიერთოებები გააბას. და ეს მხოლოდ ევროპის ბიზნესს ინტერესებებიდან და მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულებიდან არ გამომდინარეობს. ეს არის ზოგიერთი ევროპელი ლიდერის სწარაფვა გაზარდოს ევროკავშირის დიპლომატიური გავლენა მსოფლიოში ბუშის მმართველობის მიწურულს".
პარასკევს, ნიცაში, მედვედევი მის ევროპელ კოლეგებს შეუერთდება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროპასთან ურთიერთოებების ნორმალიზებისთვის, მოსკოვმა მასზე აღებული ვალდებულებების შესრულება შეძლო. ევროკავშირმა სექტემბერში რუსეთთან პოლიტიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები იმ დრომდე შეაჩერა, ვიდრე მოსკოვი საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარ ჯარებს აგვისტოს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე არ დააბრუნებდა. რუსეთმა ბოლომდე არა თუ ამ მოთხოვნას უპასუხა, არამედ კიდევ უფრო აწია თამასა, როდესაც გასულ კვირას პრეზიდენტი მედვედევი დაიმუქრა, რომ ამერიკული სარაკეტო სისტემების ნეიტრალიზაციისთვის ის ნატოს ქვეყნების საზღვრებთან ახლო დამიზნების რაკეტებს განათავსებდა.
თუმცა ევროპელებმა ორშაბათს რუსეთთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. მაშ, რას მოჰყვა პოზიციის ასეთი ცვლილება? ევროპელი ლიდერები მიხვდნენ, რომ ისინი პრინციპულობით გაცილებით მეტს წააგებდნენ, ვიდრე მოიგებდნენ – მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ტკივილმა, რომელიც რუსეთს გლობალური ფინანსური კრიზისის გამო მიადგა და ნავთობზე დაცემულმა ფასებმა კრემლიც აიძულა მიმხვდარიყო, რომ შერიგების და გადაკოცვნის დრო დადგა. "ფინანსური კრიზის საკითხი წინა პლაზე წამოვიდა", განაცხადა ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ჩიჟოვმა. "სწორედ ამ საკითხზე საუბრით ვიწყებთ შეხვედრას (ამ მშვენიერ) სამიტზე".
რუსეთთან მოლაპარაკებების აღდგენაზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა და მისმა შვედმა კოლეგამ კარლ ბილდმა, მთლიანად შეცვალეს ის მკაცრი მიდგომა, რომელიც საქართველოს კრიზისის დროს ეკავათ. მათ წერილობით გამოხატეს თავიანთი პოზიცია და ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერა, ახსნეს, როგორც მათი "ინტერესების განხორციელების პრაგმატული გზა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ენერგეტიკა, კლიმატური ცვლილებები და ვაჭრობა, ასევე ჩვენი წესებზე დამყარებული სტრუქტურის გაღრმავება ჩვენივე ურთიერთოებებისთვის".
უშუალოდ ევროპული ინტერესების დიაპაზონი კიდევ უფრო პრაგმატულ კურსს მოითხოვს. ლიბერტი აღნიშნავს, რომ "ზამთარი მოდის" და ევროპას, რომლის ენერგიის 40 პროცენტის მიმწოდებელი რუსეთია, სურს მიწოდების პერიოდული შეფერხებების პრობლემა მოხსნას, რაც რუსეთმა პოლიტიკური მოტივით შარშან არაერთხელ გააკეთა. ნავთობის არსებული ფასის პირობებში კი, რაც ფაქტობრივად იმის ნახევარია, რაც ექვსი თვის წინ იყო, ევროპელი ლიდერები შესაძლოა, გრძნობენ, რომ მათ უფრო მეტი გავლენა აქვთ იმისთვის, რომ რუსეთს მიწოდების და მიყიდვის პირობები თავად უკარნახონ.
ისიც ფაქტია, რომ ევროპელი ლიდერები, და პირველ რიგში იტალიის პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საკუთარი საზოგადოების შეხედულებას იზიარებენ, და მიაჩნიათ, რომ რუსეთთან კონფრონტაცია შეცდომაა. გარდა იმისა, რომ ისინი აქტიურად ცდილობდნენ რუსეთთან ურთიერთოებების ნორამალიზებას, ისინი ისეთი ნაბიჯის წინააღმდეგაც გამოვიდნენ, როგორიცაა აღმოსავლეთ ევროპაში დამცავი სარაკეტო სისტემის განთავსება და მას არაფრისმომცემი პროვოკაცია უწოდეს.
"ბერლუსკონი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სარკოზი პოზიციონირებას უკეთებდნენ ევროკავშირის, როგორც მედიატორის როლს აშშ-სა და რუსეთის ურთიერთოებში, და იმავდროულად ზრდიდნენ ევროპის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ინტერესებს", ამბობს ლიბერტი. რუსული კამპანია "იმ ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო დიპლომატიიის მნიშვნელოვანი მოთამაშის როლის გაზრდას ემსახურება. ბუშის მმართველობის წლებმა საერთაშორისო პოლიტიკაში უზარმაზარი სიცარილე შექმნა, რომელიც სარკოზიმ ევროპის გავლენის გაზრდისთვის გამოიყენა. ახლა ის ამ ძალისმხევას აორმაგებს, ითვალისწინებს რა "ობამამანიას" და ამერიკის გავლენის ფაქტორს ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ".
No comments:
Post a Comment