13 ნოემბერი 2008
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბრალს სდებს აშშ-ს პრეზიდენტ ბუშს იმაში, რომ მან ხელიდან გაუშვა კოფლიქტის მოგვარების ინიციატივა ზაფხულში მიმდინარე ომის დროს.
საფრანგეთში, ”პოლიტიკური სიმამაცისთვის” ჯილდოს მიღებისას, მან აუდიტორიას შემდეგი კითხვით მიმართა ”ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები” აგვისტოში, როდესაც ომმა იფეთქა?
”ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო... თუ ეს იყო საფრანგეთი?” - იკითხა მან.
სარკოზი სათავეში ჩაუდგა მისიას, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დადება მოახერხა.
საერთაშორისო პოლიტიკური გაზეთის მიერ დაწესებული ჯილდოს მიღებისას, პარიზში, ელისეს სასახლეში, სარკოზიმ ივარაუდა, რომ ამერიკელ პრეზიდენტს არ უნდოდა თავის რეპუტაცია მშვიდობისკენ მოწოდებებით ეჭვქვეშ დაეყენებინა.
”როდესაც 8 გავისტოს თბილისსა და მოსკოვში ვინმე უნდა გამგზავრებულიყო, ვინ დაიცვა ადამიანის უფლებები?” - დასვა მან რიტორიკული შეკითხვა.
”განა ეს ამერიკის პრეზიდენტი იყო, რომელმაც განაცხდა: ”ეს მიუღებელია”? თუ ეს საფრანგეთი იყო, რომელმაც რუსეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის დიალოგის შენარჩუნება შესძლო? ” - განაცხდა მან თავის გამოსვლაში, ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ს ცნობით.
მახსოვს ამერიკის პრეზიდენტმა მოსკოვში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მითხრა: ”არ წახვიდე, მაგათ (რუსებს) თბილისში შესვლა უნდათ, 40 კილომეტრის მოშორებით დგანან. არ წახვიდე (უბრალოდ) დაგმე ეს”.
”მე წავედი ბერნარ კუშნერთან ერთად (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მნისტრი) და ზუსტად იმ დროს, სანამ ჩვენ იქ ვიყავით, ცეცხლის შეწყვეტაც გამოცხადდა”.
ურთიერთობების აღდგენა
სარკოზი პარასკევს ნიცაში რუსეთთან ევროკავშირის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ორივე მხარე პარტნიორობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას ელოდება.
მოლაპარაკებები ევროკავშირმა კონფლიქტში რუსეთის როლის გამო შეაჩერა.
კონფლიქტი რეგიონში 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც საქართველომ თავისი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სცადა. ომს წინ უსწრებდა მცირემასშტაბიანი შეტაკებები პრორუს სეპარატისტ მეამბოხეებთან.
რუსეთმა კონტრშეტევა განახორციელა, ქართული ჯარები გამოდევნეს სამხრეთ ოსეთიდან და მეორე სეპარატისტული რეგიონიდან, აფხაზეთიდანაც.
No comments:
Post a Comment