Wednesday, September 19, 2007

სააკაშვილმა დახმარების მიღების პირობებს "სისულელე" უწოდა

financial_times
იზაბელ გორსტი
19 სექტემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა "სისულელე" უწოდა მისი ქვეყნისთვის დახმარების მიღების ზოგიერთ პირობას. აგვისტოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ უცხოეთმა საქართველოს დახმარების ვალდებულება აიღო.

ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა თითქმის 2 მილიარდიანი (დოლარი) დახმარების ათვისებისას კონტრაქტებში მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული ტენდერების პირობებს შეასრულებს (აშშ-ს და ევროკავშირის დახმარება) – თუმცა, არსებობს პროცესის შეფერხების რისკიც, რადგან ბანკის მიერ წინასწარი შემოწმების პროცედურები მკაცრია.

"მე ვისურვებდი, ექსპერტებზე ნაკლები ფული იხარჯებოდეს, და მეტი თანხა მოხმარდეს რეალური სამუშაოს შესრულებას – თქვა მან – ჩვენ ამას არაერთხელ გადავაწყდით: გზის დაგება თუ გინდა, თავდაპირველად უნდა შეისწავლო როგორ აისახება ის მოცემული ტერიტორიის ფარგლებში გენდერულ თანასწორობაზე. ასეთ სისულელეზე უამრავმა ადამიანმა შეიძლება ხელი მოითბოს".

საქართველოს გათვლებით, ომის დროს დანგრეული ინფრასტრუქტურის რემონტს, ერთიდან ორ მილიარდამდე დოლარი დასჭირდება.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო დახმარებას მისი ქვეყანა ბრძნულად გამოიყენებს, "რომ ეკონომიკა ხელახლა ამუშავდეს".

სააკაშვილის თქმით ეკონომიკა, ინვესტორების ნდობის შემცირებით კიდევ უფრო მეტად დაზარალდა: "უცხოური ინვესტიციები შემცირდა, რაც ბოლო წლებში საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი იყო".

საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ეკონომიკისთვის "ხელოვნური გულის" ფუნქციას შეასრულებს იმ დრომდე, ვიდრე "ნამდვილი გული" არ ამუშავდება – განაცხადა მან.

ჩვენ ხელახლა უნდა ჩავრთოთ ეკონომიკა და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ომი არ განახლდება და ამისთვის უამრავი სასიკეთო პირობა არსებობს".

უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურის სფეროზე, მათ შორის ავტომაგისტრალებზე, წყალსადენებზე, ჰესებსა და გაზის საცავებზე დაიხარჯება, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის და საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე სასიკეთოდ აისახება.

ინვესტიციები, რომლებიც განხორციელდება ბინათმშენებლობაში ათასობით ქართველისთვის, რომლებიც კონფლიქტის გამო უსახლკაროდ დარჩნენ, ასევე ჯანდაცვის ობიექტებსა და სკოლებში გადაიქცევა "რეალურ დახმარებად ადგილებზე ხალხის საბრძოლო სულის ასამაღლებლად".

სააკაშვილის თქმით, ქართული ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები "ანტიკრიზისულ საბჭოში" სამუშაოდ მოიწვიეს. ეს საბჭო თვალყურს მიადევნებს უცხოური დახმარების განაწილებას.

მის სულ უფრო აქტიურ ოპონენტებს კი სააკაშვილი "ყველა ძირითად სამინისტროში წამყვან თანამდებობებს და კონტრაქტების დიდ ნაწილზე ხელმოწერის უფლებას" შეპირდა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ თუკი საქართველოში უცხოური შემოწირულობები დაყოვნების გარეშე შემოვა, ქვეყნაში ეკონომიკური სტაბულურობა ნახევარ წელიწადში აღდგება; იმავდროულად, დამოუკიდებელი წყაროები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად დაიწევს და 5%-საც ვერ მიაღწევს, უფრო ზუსტად 2007 წელთან შედარებით ორჯერ შემცირდება.

აშშ-მ ასევე ვალდებულება აიღო რომ საქართველოსთან სავაჭრო შეზღუდვებს შეამსუბუქებს, რითაც ახალ კოლოსალურ ბაზარს გახსნის ქართული ტექსტილისა და სასურსათო პროდუქტებისთვის.

ამ კვირაში საქართველომ დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო: უცხოური სავალუტო რეზერვების შევსებისა და ინვესტორების ნდობის აღსადგენად, მსოფლიო სავალუტო ფონდმა ქვეყნისთვის 750 მილიონიანი (დოლარი) კრედიტის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ორიგინალი

No comments: