Thursday, September 20, 2007

რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას ნატომ თავი უნდა აარიდოს, განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა

the_dallas_morning_news_logo_2

The Associated Press
20 სექტემბერი 2008

ვუდსტოკი, ინლისი - მსოფლიო ყურადღებით უნდა იყოს, რუსეთის ახალ, აგრსიულ ქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ სამხედრო დაპირისპირებას ისევე, როგორც ამას აშშ ცივი ომის დროს აკეთებდა, თავი უნდა აარიდოს - განაცხადა რობერტ გეითსმა პარასკევს.

რეალურად რუსეთს მის საზღვრებთან დომინირება სურს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ. მისი პოლიტიკა "არ ეფუძნება იდეოლოგიას და გლობალური დომინირების იდეას" - თქვა გეითსმა.

"რუსეთის ბოლოდროინდელი აღმაშფოთებელი ქმედებები არ უქმნის მსოფლიოს გლობალურ და ეგზისტენციალურ საფრთხეს, ისეთს როგორსაც საბჭოთა კავშირი უქმნიდა".

საქართველო-რუსეთის ხანმოკლე კონფლიქტმა ევროპა და აშშ აღაშფოთა, თუმცა ეს ფაქტი, როგორც ჩანს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს ვერ დააჩქარებს. რუსეთი აპროტესტებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ალიანსში გაწევრიანებას.

გეითსმა ნატოს შეკრებაზე, პარასკევს ილაპარაკა.

მან ასევე უთხრა ნატოს წევრებს, რომ ავღანეთში ნატოს არმიის გაფართოების ხარჯები უნდა გაინაწილონ.

"მე და ჩემს ზოგიერთ კოლეგას მიგვაჩნია, რომ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი ავღანეთში ჩვენი კონტიგენტის გაფართოებასთან და ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით, რადგან ავღანეთის თავდაცვითი ძალების, კონკრეტულად კი, არმიის ეფექტურობა, ნატოს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია" - თქვა მან.

80 000-იანი კონტიგენტი 134000-მდე უნდა გაიზარდოს, რათა არმიამ ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა ტერორისტებს.

ორიგინალი

No comments: