8 სექტემბერი 2008
· ევროკავშირის მეთვალყურეები: ევროკავშირის 200 მეთვალყურე განთავსდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე 1 ოქტომბერს.
· რუსეთის ჯარების გასვლა: რუსეთის სამშვიდობო შენაერთები გააუქმებენ პოსტებს ფოთსა და სენაკთან 7 დღეში, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელს მოაწერს პირობას აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რუსული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებს სრულად დატოვებენ ევროკავშირის მეთვალყურეთა შემოსვლის შემდეგ 10 დღის ვადაში.
· საქართველოს ვალდებულებები: საქართველოს შეიარაღებული ჯარები უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში 1 ოქტომბრისთვის.
· საერთაშორისო მოლაპარაკებები: საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყება 15 ოქტომბერს ჟენევაში: მოლაპარაკებები შეეხება უსაფრთხოების საკითხებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ლტოლვილთა დაბრუნებას.
No comments:
Post a Comment