Saturday, September 8, 2007

მედვედევი: ევროპელი მეთვალყურეები საქართველოში შემოვლენ

ჯიემი ქითენი
8 სექტემბერი 2008

მოსკოვი - შემდეგი თვის დასაწყისში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროპელი მეთვალყურეები განთავსდებიან, ხოლო რუსული ჯარი გავა - თქვა დიმიტრი მედვედევმა ორშაბათს.

პრესკონფერენციაზე, რომელიც ნოკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარდა, მედვედევმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 200 მეთვალყურე შეცვლის რუსულ ჯარს, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა. შემდეგი მოლაპარაკებები საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით 15 ოქტომბერს ჟენევაში ჩატარდება.

მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერმა მიხელ სააკაშვილმა, აშშ-ს "პირდაპირი ბრძანებით" ან "ჩუმი თანხმობით" წამოიწყო "იდიოტური აქცია" სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

"ხალხი დაიღუპა და ახლა საქართველომ უნდა საზღაური გაიღოს" - თქვა მედვედევმა.

რუსული ტანკები და შეირაღებული ძალები სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ შემოვიდნენ, რაც საქართველომ პრორუსულ ტერიტორიაზე კონტროლის აღსადგენად შეტევა წამოიწყო. რუსებმა სწრაფად გააბრუნეს ქართული ჯარი და საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შეიჭრნენ.

ხუთდღიანი ომის შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა. რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე რჩებიან. საქართველო და დასავლეთი ბრალს სდებენ რუსეთს იმაში, რომ ის პატივს არ სცემს საკუთარ დაპირებებს და არ გაყავს ჯარი 7 აგვისტოს მომენტისთვის არსებულ პოზიციებზე. დაპირისპირებამ ვითარება ისე დაძაბა, რომ ახალი "ცივი ომის" დაწყება რეალურ საშიშროებად იქცა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ საქართველოში დარჩენილია მხოლოდ სამშვიდობო ძალები და მათი მოქმედება მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების დაცვას.

მოსკოვმა აღიარა ორი რეგიონის დამოუკიდებლობა. კრემლის ნაბიჯი დაგმეს საქართველოსა და მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ეს ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტს შეადგენს, მასში შედის შავი ზღვის სანაპიროც.

მედვედევი ამტკიცებს, რომ რუსეთმა შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობები. მან განაცხადა, რომ ჯარები ფოთიდან 7 დღეში გავლენ , მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ხელს მოაწერს პირობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

სარკოზიმ განაცხადა, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები ძალიან რთული იყო, მაგრამ ის, რაც დღეს გადაწყდა, მართლაც მნიშვნელოვანია - იგულისხმა რა გადაწყვეტილება ევროპელი მეთვალყურეების განთავსებაზე.

ორიგინალი

No comments: