![]()
ნილს კრაიმაიერი
17 სექტემბერი 2008
რუსეთთან კონფლიქტში დაზრალებულმა საქართველომ უცხოური დახმარებების მიღება დაიწყო. ქვეყანას მხარდაჭერა არამხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღუთქვა.
კავკასიური ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ქართული ეკონომიკის დახმარების ფართოდ დაგეგმილი კამპანია დაიწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) ორშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, რომ ის მზადაა ქვეყანას დაუყოვნებლივ 750 მილიონი დოლარის სესხი შესთავაზოს, რომლის მიზანია უცხოელი ინვესტორების ნდობის გამყარება. საქართველოსთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გეგმავს ევროკავშირიც, ის გზებისა და ხიდების აღდგენას მოხმარდება. გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა საქართველოს 1 მილიარდი დოლარი. დახმარებას სხვა ქვეყნებიც გეგმავენ.
სსფ შიშობს, რომ ომის შედეგად საქართველოს ეკონომიკა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. "ქართული ეკონომიკის მოკლევადიანი პერპექტივების ზრდა სერიოზულად გაუარესდა 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად" – ასეთია სსფ-ს ბოლო შეფასება. შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის შარშანდელი მაჩვენებელი 12,4%-დან შესაძლოა მიმდინარე წელს 3,5%-მდე დაეცეს. დღესდღეობით საქართველოს მთავრობა ქვეყნისთვის ომით მიყენებულ ზარალს 1 მილიარდ დოლარად აფასებს.
დღემდე ეკონომიკა წარმატებული ისტორია იყო
პატარა კავკასიური ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ომის დაწყებამდე წარმატებული ისტორია იყო. მთავარი საერთაშორისო ინდექსებით პრეზიდენტ სააკაშვილის დროს საინვესტიციო კლიმატი აშკარად გაუმჯობესდა. Doing Business-Index რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მონაცემებით, რომელიც ბიზნესის განვითარების პირობებს აფასებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველომ პოზიცია 80 ადგილით აიმაღლა. პირველ რიგში სამაგალითოდ შეფასდა კორუფციასთან ბრძოლა. მაგრამ ახლა სსფ შეფასებები იქიდან გამომდინარეობს, რომ როგორც უცხოურის ასევე შიდა ინვესტიციების მოცულობა კრიზისის გამო მკვეთრად შემცირდება.
საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო უცხოურ კაპიტალს ელოლიავება
ფინანსური ვალდებულებების გარდა ევრკავშირი საქართველოში პოლიტიკურ აქტივობასაც გეგმავს. ოქტომბრის დასაწყისში ის ქვეყანაში 200 დამკვირვებელს გზავნის, რომლებიც სეპარატისტული რეგიონების მიმდებარე "ბუფერულ ზონებს", რომლებსაც ამჟამად რუსული მხარე აკონტროლებს, მონიტორინგს გაუწევენ. დამატებით, ევროპელები უშუალოდ ომის დაწყების წინმსწრები მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მაგალითად, გერმანიას სურს, რომ საქართველოსთან თავისი მომავალი თანამშრომლობა ამ გამოძიების შედეგების მიხედვით განსაზღვროს.
No comments:
Post a Comment