Monday, September 17, 2007

სატელეფონო მოსმენებმა სიტუაცია გაამწვავა

financial_times
სტეფან უეგსთილი, კეტრინ ბელთონი
17 სექტემბერი 2008

გუშინ რუსეთსა და საქართველოს შორის სიტყვიერი ომი განახლდა: თბილისმა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გამოქვეყნა, რომლებიც ჰიპოთეტურად ადასტურებენ, რომ რუსული ჯავშანტექნიკის შეყვანა სამხრეთ ოსეთში გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე ქართული მხარე შეტევას დაიწყებდა.

საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა ჩანაწერები საკუთარი მტკიცებულებების დასადასტურებლად, რომ რუსეთმა კონფლიქტში აგრესორის როლი ითამაშა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათი ათასობით – დევნილი გახდა. რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი ჩარევა კონფლიქტში მხოლოდ ქართული მხარის ქმედებებს მოჰყვა, როდესაც ისინი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ტერიტორიას და რუსეთის სამშვიდობოებს თავს დაესხნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგია ბოკერიამ, FT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩანაწერები 7 აგვისტოს გამთენიისას "რუსული აგრესის" დაწყების ფაქტს ადასტურებენ, მაშინ როდესაც ქართულმა მხარემ მოქმედება მხოლოდ 7-ში ღამით და 8 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მტკიცებულებებს არასერიოზული უწოდა.

საეჭვოა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით კამათი შეწყდეს, რადგან თავად საქართველოს ვერსიამაც დროთა განმავლობაში ევოლუცია განიცადა. როდესაც თბილისმა შეტევა დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ნაბიჯს იმით ამართლებდა, რომ ეს სამხრეთ ოსეთის ბანდების ქმედებებზე პასუხი იყო. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ FT-ს განუცხადა, რომ რუსეთის საპასუხო ქმედებები საქართველოსთვის მოულოდნელი იყო.

გუშინ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში, რომლებიც დასავლურ სადაზვერვო სამსახურებსაც გადაეცათ, მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთიდან საუბრობდენ. ისინი რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელ როკის გვირაბში რუსული ჯავშანტექნიკის გადაადგილების საკითხებს განიხილავდნენ.

New York Times-ის ცნობით, რომელმაც ჩანაწერების ასლი მიიღო, ისმის თუ როგორ ეკითხება ერთი მესაზღვრე მეორეს: "მომისმინე, ჯავშანტექნიკა მოვიდა, თუ რა ხდება?". მეორე მესაზღვრე პასუხობს: "ჯავშანტექნიკა და ხალხი", და დასძენს, რომ მათ როკის გვირაბში 20 წუთის წინ გაიარეს. ეს საუბარი ოსურ ენაზე ჩაწერილია 03:52 წუთზე. რუსეთი არ უარყოფს, რომ მისმა ჯარებმა როკის გვირაბი ქართული მხარის ძირითად შეტევამდე ადრე გაიარეს.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშვიდოებების აღსაჭურვად ისინი ჯავშანტექნიკას სისტემატიურად იყენებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ სამხრეთ ოსეთში 500 კაციანი სამშვიდობოების კონტიგენტი გაზარდეს იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მეთავალყურეობის ქვეშ 1990-ანი წლების დასაწყისში, საქართველოდან სამხრეთ ოსეთის ძალისმიერი გამოყოფის შემდეგ გაფორმდა.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაიგო რა საქართველოს თავდასხმის შესახებ სამხრეთ ოსეთზე, დიდხანს იცდიდა, ვიდრე რუსულ ჯარებს მოქმედებაზე გადასვლის ბრძანებას მისცემდა.

მაგრამ ბოკერია უარყოფს, თითქოს მესაზღვრეების საუბარი სამშვიდოებოების ჩვეულებრივ გადაადგილებას ადასტურებდეს, რადგან სამშვიდობოების ფორმატი ითვალისწინებს გადაადგილებას დღის საათებში და ისიც მანამდე მეორე მხარის ინფორმირებას.

მეთ ბრაიზამ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, თბილისში ვიზიტის დროს FT-ს განუცხადა, რომ მოცემულ მომენტში ჩანაწერებს დაზვერვის ექსპერტები სწავლობენ.

თუმცა მან თქვა, რომ ჩანაწერები მის პირად შთაბეჭდილებას ადასტურებენ, რომელიც მას 7 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან საუბრისას შეექმნა: "ისინი ნამდვილად ნერვიულობნენ, რომ რუსეთის ჯარებმა როკის გვირაბი გაიარეს და სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ".

ორიგინალი

No comments: