17 თებერვალი 2009
ცხინვალი, სამხრეთ ოსეთი - მოგონებები ომზე, ამ ერთი ციდა ქვეყანაში, რომელიც კავკასიის ჩრდილშია ჩაძირული, წარუშლელი და მძიმეა. მაგრამ სახურავახდილ, გაყინულ ნანგრევებში შეყუჟულ ოსებს ახალი მტრის წინააღმდეგ მწარე რისხვა უმწიფდებათ.
ევროპელები შეიძლება გაოცდნენ, თუ აღმოაჩენენ, რომ მწვავე აღშფოთებამ საზავო შეთანხმების მეთვალყურეები ამოიღო მიზანში - იმ სამშვიდობო პაქტის შემადგენელი კომპონენტი, რომლის მეშვეობითაც რეგიონის გამო რუსეთსა და საქართველოს შორის გასულ აგვისტოს დაწყებული ხუთდღიანი ომი დასრულდა.
მსგავსი სიძულვილი აქვთ ევროპის უსაფრთხოებისა და თნამშრომლობის (ეუთოს) მისიის მიმართაც, რომელიც რეგიონში 1992 წლიდან დამოუკიდებლად პატრულირებს. ევროკავშირის მეთვალყურეებივით, ეუთოს მისიის დამკვირვებლებსაც ომის შემდეგ რეგიონში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.
ავტობუსიდან გადმოსული უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფს, რომელიც მკაცრად დაცულ რეგიონში რუსების მიერ ორგანიზებული სამოგზაურო ტურით ჩავიდნენ ისტერიული შეძახილებით შეხვდნენ. ყუმბართმტყორცნით დაცხრილული სოფლის მაღაზიის წიმ მსხდომი ადგილობრივები, სადაც გაზაფხულის მზე გუბეებს აშრობდა, მუშტმოღერებულები წამოცვივდნენ.
”ჩვენ ევროპისა და ეუთოს წინააღმდეგი ვართ. რამდენი ადამიანი უნდა მოკლან ყოველ ზაფხულს, რომ ჩვენ დაგვიჯეროთ?” - ამტკიცებდა სვეტლანა ბუხაევა, რომელმაც ჟურნალისტები ამ სტრუქტურების წარმომადგენლებში აურია.
”ქართველებმა რაც არ უნდა მოითხოვონ, ყველაფერს ლანგრით მიართმევენ, ჩვენ კი ყურს არავინ გვიგდებს. არ გვესმის. ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში კარგი არაფერი გვინახავს, მარტო ომი და დაბომბვები”.
”ომი დაიწყო და ჩვენი ცხოვრებაც შეწყდა” - მოსთქვამდა ის და ყვებოდა, რომ 1990-იანებიდან, მას მერე, რაც სამხრეთ ოსეთი თბილისის კონტროლიდან გამოვიდა და ომების მთელი სერია დაიწყო, ხეთაგუროვოში მხოლოდ სამი ბავშვი დაიბადა.
პრომოსკოვური სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას საქართველოს ბრალი დასდეს იმაში, რომ სეპარატისტების დედაქალაქს ყუმბარები დაუშინა. ევროკავშირის დამკვირვებლები კი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებენ, იმაში დაადანაშულეს, რომ თვალს ხუჭავენ ქართული ჯარის გადაადგილებებზე.
პარასკევს, ცხინვალში პრესკონფერენციაზე ადგილობრივი და რუსული მედია უამრავ სურათს უღებდა უცხოურ ჟურნალისტებს, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დროშის ფონზე მჯომმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ილაპარაკა.
”სად იყურებიან ევროპელი მეთვალყურეები” - ბრაზობდა ის.
როდესაც დოიჩე პრესს-სააგენტომ ინტერვიუში ჰკითხა, რა პირობებით შემოუშვებდა ევროკავშირისა და ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების (ეუთო) დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთში, კოკოითიმ უპასუხა: ”ისინი აქ არასდროს იმუშავებენ”.
”არასდროს, რადგან ამ ორგანიზაციებმა დიდი ხნის წინ შეირცხვინეს თავი. მათ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქალები, ბავშვები და მოხუცები საქართველოს აგრესიისგან დაეცვათ. ჩვენ არ გვჯერა ამ ორგანიზაციების. ისინი არ იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, სასაზღვრო მარკერების ფუნქციას ასრულებენ” - ამბობდა კოკოითი.
ევროკავშირის დამკვირვებლებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ვერ აღმოაჩინეს სამხრეთ ოსეთის საზღვართან ქართული ჯარების კონცენტრაციისა ან სამხედრო მზადების მტკიცებულებები.
”სამხრეთ ოსეთის განცხადებების გამო ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და დავასკვენით, რომ ქართულ ჯარების კონცენტრაცია არ მიმდინარეობს” - უთხრა სატელეფონო საუბარში დოიჩე პრესს-სააგენტოს სამეთვალყურეო მისიის სპიკერმა, სტივ ბირდმა ორშაბათს.
”ჩვენ მანდატით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყნის (საქართველო) მონიტორინგს უნდა ვახორციელებდეთ. ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით, რომ ოსების განცხადებების გამოძიების შესაძლებლობა გვქონოდა, ზუსტად გვენახა ის, თუ რა მოხდა, თუ ისინი ტერიტორიაზე შგვიშვებდნენ” - განაცხადა მან.
ეს საკითხი ჟენევაში, 17-18 თებერვალს დაგეგმილი რუსეთ- საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებათა ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსაგვარებელი იქნება. დასავლური სახელმწიფოები აცხადაბენ, რომ ევროკავშირისა და ეუთოს მეთვალყურეთა განთავსება სამხრეთ ოსეთის გარშემო და შიგნით ახალი სამხედრო დაპირისპირირების პრევენციას შეძლებდა.
შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ არ სცნეს კავკასიის პაწაწინა რეგიონის დამოუკიდებლობა, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობისას საქართველოს ავტონომიურ ერთეულად განიხილებოდა.
მოსკოვი მისიის გაყოფას ცდილობს. ამ ნაბიჯში უნდა აისახოს მის მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღაირება, ოსებისა და რუსების 17 წლიანი ოცნება, რომელიც ქართველთა მიერ სეპარატისტულ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენის მცდელობა ჩაახშობის შემდეგ აისრულეს.
კონფლიქტიდან ნახევარი წლის შემდეგ, აღშფოთების ახალი ტალღა იწყებს აგორებას - იმედგაცრუებული გაცნობიერება იმისა, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებლობისა, ქვეყანა მოსკოვის დახმარების მყიფე იმედით, უცანაურ დე ფაქტო სტატუსში დასარჩენადაა განწირული.
ხეთაგუროვოში, ცხინვალის მისადგომებთან, არ დარჩენილა სახლი, რომელსაც გასული კონფლიქტის კვალი არ ემჩნეოდეს. დაჟანგებული ღობეებისა და ალით გაშავებული კედლების ფონზე თვალს მოგჭრით ცისფერი საღებავით დაწერილი ლოზუნგები: ”გმადლობ, რუსეთო” და ”ოსები თავის დამცველებს მადლობას უხდიან”.
ლარისა ტატაევა, 39 წლის მედდა ცუდად აღჭურვილი კაბინეტის დამსხვრეულ ფანჯრებზე მიგვითითებს. სწორედ, აქ სოფლის მაღაზიის თავზე მოთავსებულ ამ კაბინეტში მუშაობს ის და სწორედ აქ შეაფარა თავი, როდესაც ქართველთა შეტევა დაიწყო. ”იმდენი ჭურვის ნამსხვრევი მქონდა კანში, რომ სარდაფის შუქზე მათ ამოღებას საათები დასჭირდა.
”ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა ევროპის, მაგრამ ტელევიზორს ვუყურებთ და უკვე ვიცით, რომ ისინი მხოლოდ ქართველებისკენ არიან” - ამბობს ის და ნერვიულად აწვალევს თავის ქერა თმას, რომელიც უკვე ნახევრად გაყავისფრებია - ”რუსეთმა გადაგვარჩინა. ჩვენ მხოლოდ რუსეთის იმედი გვაქვს და მეტი არავისი”.
No comments:
Post a Comment