13 სექტემბერი 2008
თბილისი, საქართველო: საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს შავი ზღვის პორტი ფოთი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა თქვა, რომ რუსულმა ჯარებმა სრულად დატოვეს ფოთის გარეუბანში განთავსებული ორი პოსტი.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთის გამო ატეხილი ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს გარეთ ორ ათეულამდე სამხედრო შენაერთი დატოვა. ბლოკპოსტი ფოთთან განსაკუთრებით აღაშფოთებდა ქართველებს, რადგან მას შეაიარაღებული კონფლიქტის ადგილიდან ასობით კილომეტრი აშორებს.
გასულ კვირას რუსეთმა პირობა დადო, რომ ბლოკპოსტს ფოთთან მომავალ ორშაბათს გააუქმებს. საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების სრული მოცულობით გაყვანას რუსეთი მომავალ თვეში გეგმავს.
No comments:
Post a Comment