Thursday, September 13, 2007

ლავროვის უხამსი ტირადა

logo-jp

13სექტემბერი 2008

"ასოშეითედ პრესი",ლონდონი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უხამსი სიტყვების მთელი ნაკადით შეამკო თავისი ბრიტანელი კოლეგა საქართველოსთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრის დროს, იუწყება ”დეილი ტელეგრაფი”.

გაზეთი იტყობინება, რომ ლავროვმა უშვერი სიტყვებით უპასუხა ბრინატეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის მილიბენდის გაფრთხილებას, პატარა პროდასავლურ ქვეყანაში, საქართველოში, გასულ თვეში კრემლის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო. მილიბენდი ეუბნებოდა ლავროვს, რომ დასავლეთი გადააფასებს თავის დამოკიდებულებას მოსკოვისადმი. ”ტელეგრაფი” ირწმუნება, რომ საუბარი იმდენად იყო დაბინძურებული უცენზურო გამოთქმებით, რომ მისი გამოქვეყნება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. გაზეთი ანონიმურ წყაროს ეყრდნობა, მაგრამ არ ასახელებს ინციდენტის თარიღს.

რუსეთმა შაბათს უარყო ეს ინფორმაცია და ბრიტანეთის ხელისუფლება მოვლენის თავისეული ვერსიის გაჟონვაში დაადანაშაულა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს ”ინტერფაქსის” ცნობით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა განაცხდა: ”ეს ქმედებები პოლიტიკურადაა მოტივირებული და, როგორც ჩანს, კავკასიაში რუსეთის ქმედებების გარშემო ატეხილ ისტერიაზე ცეცხლზე ნავთის დასხმას ისახავს მიზნად. ჩვენი აზრით, ამ ინფორმაციის ავტორი დევიდ მილიბენდია”.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისი უარყოფს ბრალდებებს, მაგრამ სატელეფონო საუბრის ხასიათზე კომენტარს არ აკეთებს.

ორიგინალი

No comments: