13 სექტემბერი 2008
თბილისი, საქართველო (AP) - რუსული ჯარები გადაადგილდებიან დასავლეთ საქართველოში და როგორც ჩანს, გასასვლელად ემზადებიან.
შაბათს სეპრატისტული რეგიონის, აფხაზეთის მახლობლად განთავსებულ რუსულ ბლოკპოსტთან ასოშეითედ პრესის გადამღები ჯგუფი იმის მოწმე გახდა, თუ როგორ დაუშვეს რუსმა ჯარისკაცებმა დროშა და დაიწყეს აღჭურვილობის ჩატვირთვა საბარგო მანქანებში.
საბარგო მანქანებისა და შეიარაღებული პერსონალის მეორე რუსული კოლონა გაემართა აფხაზეთის მიმართულებით.
რუსეთმა, გასული თვის ხუთდღიანი ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, საქართველოში, ორ ათეულამდე ბლოკპოსტი დატოვა. კრემლმა დადო პირობა, რომ ზოგიერთი მისი შეიარაღებული შენაერთი დასავლეთ საქართველოდან გავა ორშაბათისთვის, დანარჩენები კი მომდევნო თვის განმავლობაში.
მაგრამ დასავლეთს მიაჩნია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება განათავსოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე 8000-მდე ჯარისკაცი, ეწინააღმდეგება შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
No comments:
Post a Comment