ედვარდ ლიუსი
12 სექტემბერი 2008
სარა პელინმა, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა ვალდებული იქნება ომი დაიწყოს რუსეთთან, თუკი ის ამერიკის მოკავშირეს ნატოში თავს დაესხმება. სწორედ ასეთი სტატუსის მინიჭება სურს მას საქართველოსთვის, სადაც აგვისტოში რუსული არმია შეიჭრა.
პელინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად არჩევა, რომელიც საკუთარ თავს ნამდვილ "ჰოკეის დედიკოს" უწოდებს (ამერიკული საშუალო კლასის ტიპიური წარმომადგენელი) დემოკრატებმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა ნაჩქარევ გადაწყვეტილებად შეაფასეს, რადგან მას არ აქვს გამოცდილება საგარეო პოლიტიკის საკითხებში. სარა პელინმა პირველად, მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ ტელეკომპანია ABC-ს სრულყოფილი ინტერვიუ მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი პასუხი ტექნიკურად გამართული იყო, ის ალბათ კამათს გამოიწვევს: შეიძლება თუ არა ალიასკის გუბერნატორის ასე ახლოს მიშვება "საპრეზიდენტო სავარძელთან".
"ანუ, შეთანხმების მიხედვით, თუ თქვენ ნატოს წევრი ხართ, და ამ დროს სხვა ქვეყანას თავს ესხმიან, თქვენ დახმარებაზე თხოვნას უნდა უპასუხოთ" – განუცხდა მან ტელეკომპანია ABC ჟურნალისტს ჩარლი გიბსონს.
"ჩვენ რუსეთს უნდა მივხედოთ. რადგან ზეწოლა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, უმიზეზოდ იჭრება რა პატარა დემოკრატიულ ქვეყნებში, მიუღებელია".
სარა პელინი, რომელმაც პასპორტი მის ცხოვრებაში პირველად წელს მიიღო, როდესაც გერმანიისა და სპარსეთის ყურეში მისი შტატის ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა, საკუთარ თავში დარწმუნებულმა განაცხადა, რომ ის მზად არის ვიცე-პრეზიდენტი და შესაბამისად პრეზიდენტიც გახდეს.
"მე მაკეინს ვუთხარი "დიახ", რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვარ ამისთვის და ვიცი, რომ ასეთ დროს ყოყმანი არ შეიძლება, საჭიროა მისიის შესასრულებლად წინ მივიწევდეთ, მისიის რომელსაც ჩვენ ვასრულებთ – რეფორმების გატარება ქვეყნის შიგნით და ომში გამარჯვება. აქ ყოყმანის დრო არ არის" – თქვა მან.
პელინმა საკუთარი სიტყვებიც განმარტა, რომლებიც მან ალასკიაში საეკლესიო შეკრებაზე წარმოთქვა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ერაყში ღვთიურ მისიას ასრულებენ.
"მე არასდროს ვამტკიცებდი, რომ ღვთიური ნება ვიცი და რომ ღმერთის სახელით ვლაპარაკობ – თქვა მან – მაგრამ როგორც ავრაამ ლინკოლნმა თქვა, და როგორც მე ჩემს კომენტრებში გავიმეორე, მოდით ვილოცოთ არა იმაზე, რომ ღმერთი ჩვენ მხარეს იყოს ომში ან ყველა სხვა დროს, არამედ ვილოცოთ, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ ღმერთის მხარეს".
No comments:
Post a Comment