ოლეგ შჩედროვი (როიტერი)
20 სექტემბერი 2008
სოჭი, რუსეთი (როიტერი)- რუსეთმა და საფრანგეთმა ორმხრივი ურთიერთობების სასარგებლოდ საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებული უთანხმოებები გვერდზე გადადეს. მოლაპარაკებების საკვანძო თემა ენერგეტიკული პროექტებია.
”ჩვენ განვაგრძობთ რუსეთთან პირდაპირ და მჭიდრო პარტნიორულ დიალოგს”-განაცხადა ფრანსუა ფიიონმა, ორი სახელმწიფოს მთავრობათა შეხვედრის გახსნის წინ, შავი ზღვის კურორტზე სოჭში. ეს შეხვედრები რეგულარულად ტარდება.
შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორი ქვეყანა განსაკუთრებულად არის დაინტერესებული შემდეგ სფეროებში ურთიერთობების განვითარებით, ესენია: მაღალი ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, კოსმოსური კვლევები, კონკრეტულად კი- გაზის საბადოების დამუშავება და ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კოსმოსური ხომალდის ”სოიუზის” გაშვება ფრანგული სასტარტო მოედნიდან უნდა განხორციელდეს.
”განსხვავებული მიდგომები არსებობს, მაგრამ ისინი დიალოგის მეშვეობით უნდა გადაწყდეს”-განაცხადა ფიიონმა სახელმწიფოთა ოფიციალური პირებისა და ბიზნესმენების ერთობლივ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთის გავლენიანი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი თანათავმჯდომარეობდა.
ფიიონი სოჭში ჩაფრინდა იმ დროს, როდესაც ევროპის კავშირი რუსეთთან შემდგომ ურთიერთობებს განიხილავს. ევროკავშირმა დაგმო რუსეთის შეჭრა საქართველოში, რომელიც კრემლმა წამოიწყო გასულ თვეს თბილისის მიერ პრომოსკოვურ რეგიონზე კონტროლის აღდგენის მცდელობის აღსაკვეთად.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ირეაგირონ თავისი უმთავრესი ენრგომიმწოდებლისა და სავაჭრო პარტნიორის ქმედებებზე ევროკავშირის წევრთა პოზიციები გაიყო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე შეჩერებულია.
”ეს შეხვედრა დაგეგმილ დროს უნდა ჩატარებულიყო, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროპის კავშირისა და რუსეთის, საფრანგეთისა და რუსეთის ურთიერთობების გამყარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”. -უთხრა ფიიონმა პუტინს პირველ შეხვედრაზე, პარასკევს.
ევროკავშირი: განსხვავებები პოზიციებს შორის
ფიიონის განცხადებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განსხვავებულ მიდგომებს ევროკავშირში- ზოგიერთი ქვეყანა, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია და იტალია, რუსეთისადმი ფრთხილი მოპყრობის მომხრეა. სხვები, ძირითადად ყოფილი საბჭოთა ბლოკის სახელმწიფოები აღმოსავლეთ ევროპიდან, უფრო მკაცრი პოზიციაზე დგანან.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მსოფლიო საფონდო ბაზრებზე წარმოქმნილმა სირთულეებმა, რომელსაც საქართველოს კრიზისის შემდეგ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაც დაემატა, დააფრთხო ინვესტორები და რუსეთის ფინანსური სისტემა სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო.
პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს კრიზისი არ იქონიებს გავლენას რუსეთ-საფრანგეთის ურთიერთობებზე.
”მე მჯერა, რომ კავკასიის მოვლენები არ იქონიებს გავლენას ჩვენს თანამშრომლობაზე”-თქვა მან.
საქართველოს კონფლიქტის შემდეგ არც ერთი პროექტი არ შეჩერდა და არც გადაიდო.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომლის ქვეყანაც, მოცემულ მომენტში, თავმჯდომარეობს ევროპის კავშირს, შუამავლობდა ომის დამთავრების შეთანხმებას.
ამ შეთანხმების თანახმად რუსეთმა უნდა გამოიყვანოს ჯარები საქართველოს არასადავო ტერიტორიებიდან მას შემდეგ, რაც ევროკავშირის 200 მეთვალყურე- აქედან 40-ზე მეტი ფრანგია-საქართველოში ჩავა.
რუსეთმა, სცნო მეამბოხე პროვინციების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და განაცხადა, რომ აქ სამხედრო ბაზებს შექმნის. დასავლეთს კი ურჩია, საერთაშორისო დამკვირვებლების შემოსვლაზე რეგიონებში ნებართვა მათი ლიდერებისგან ითხოვოს.
ფიიონმა უთხრა პუტინს, რომ სარკოზი კმაყოფილია შეთანხმებით დათქმული პირობების შესრულებით. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმების გაფორმებას.
”ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მედვედევ-სარკოზის გეგმა შესრულდება ”-განაცხდა ფიიონმა-”ამიტომ მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკებების აღდგენა მომავალ თვეს შესაძლებელია”.
მოლაპარაკებები ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც ცდილობს შეეწინააღმდეგოს აშშ-ს, საქართველოს ყველაზე აქტიურ მხარდამჭერს. აშშ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული ფრონტით ბრძოლისკენ მოუწოდებს.
No comments:
Post a Comment