Friday, September 21, 2007

ქართველი პოლიციელი სეპარატისტული რეგიონის მახლობლად მოკლეს

logo_reuters_media_us

მარგარიტა ანთიძე
21 სექტემბერი 2008

თბილისი - ქართული პოლიციის ერთი ოფიცერი მოკლეს და ორი დაჭრეს კვირას, სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო საზღვართან. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს უკვე მესამე მსგავსი ინციდენტია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აფხაზი სეპარატისტები დაადანაშაულა - ცეცხლი აფხაზეთის ტერიტორიიდან მათ გახსნეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ გასულ აგვისტოს საქართველოს ჯარები სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევა, სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს ეს უკვე მესამე მკვლელობაა.

მსგავსი ინციდენტი მოხდა აფხაზეთის საზღვართან 13 სექტემბერს, რამაც საქართველო იძულებული გახადა მესაზღვრეები პოლიციის ელიტური შენაერთით ჩაენაცვლებინა.

თვითგამოცხადებული აფხაზური მთავრობა უარყოფს მის მონაწილეობას 13 სექტემბრის მკვლელობაში. კვირას გაჟღერებულ ბრალდებებს მყისიერი რეაქცია არ მოყოლია.

რუსეთის ჯარი ჯერ კიდევ დგას ე.წ. "ბუფერულ ზონებში", სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემოგარენში. ისინი აქედან 10 ოქტომბერს უნდა გავიდნენ , 200 ევროპელი მეთვალყურის დისლოცირების შემდეგ.

ამ თვის დასაწყისში, ქართველი პოლიციელი რუსულ ბლოკ-პოსტთან, სამხრეთ ოსეთის მისადგომებთან გასროლით მოკლეს. საქართველო რუს სამხედროებს სდებდა ბრალს, რუსეთი ბრალდებებს უარყოფდა.

ორივე, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციიდან 90-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა. რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა გასულ თვეს, ომის შემდეგ აღიარა და განაცხადა, რომ ორივე რეგიონში 7600 ჯარისკაცს დატოვებს.

ორიგინალი

No comments: