Friday, September 21, 2007

ურჩი პუტინი კავკასიაში

bbclogo

21 სექტემბერი 2008

რუსეთი არ დაეკითხება დასავლეთს და საქართველოს, როდესაც გადაწყვეტს სამხრეთ ოსაეთსა და აფხაზეთში გასაგზავნი ჯარების რაოდენობას.

პუტინმა განაცხადა, რომ საკითხი ამოწურულია და ”სახელმწიფოები” პროცესში ჩართულნი არიან.

მოსკოვმა გასულ თვეში საქართველოსთან ხანმოკლე კონფლიქტის შემდეგ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

კომენტარი ცხადყოფს, რომ რუსეთი პატივს არ სცემს იმ ვალდებულებებს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად საკუთარ თავზე აიღო.

შეთანხმების მიხედვით, რუსეთი დაეთანხმა ჯარების გაყვანას პრეკონფლიქტურ პოზიციებზე.

მოსკოვმა უკვე განაცხადა, რომ 8000-იან კონტინგენტს რეგიონებში დატოვებს-ეს რიცხვი ბევრად აღემატება კონფლიქტამდელ რაოდენობას.

ანალიტიკოსები აზრით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პუტინის მიერ გაკეთებული კომენტარები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის შეთანხმებას პატივს არ სცემს.

”როგორც იცით, ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ზუსტად ისე, როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა”-უთხრა მან რუსეთის ტელევიზიებს.

”ჩვენი ჯარების ამ ტერიტორიებზე განთავსების საკითხი საერთაშორისო სამართლის, რუსეთსა და ამ ორ ქვეყანას შორის შეთანხმების საფუძველზე გადაწყდება”.

ორიგინალი

No comments: