Friday, September 21, 2007

მაკკეინი პოლიტიკოსებთან ერთად სხვა ცნობილ სახეებს ხვდება

cbs_news

24 სექტემბერი 2008

ნიუ-იორკი - ის უპირატესობა, რომელიც ნიუ-ორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტად ყოფნამ მიანიჭა, მაკკეინმა რამდენიმე უცხოელ ლიდერთან და ამავე დროს რამდენიმე ცნობილ სახესთან შესახვედრად გამოიყენა.

ამ დილით, ის და სარა პელინი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ლიდრებს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდებიან. მაკკეინმა თქვა, რომ სააკაშვილს უკვე მრავალი წელია იცნობს და საქართველოს გულწრფელად უჭერდა მხარს რუსეთთან კონფლიქტის დროს.

რამდენიმე პოლიტიკური მოლაპარაკების შემდეგ პელინი შეხვდება U2-ს სოლისტს ბონოს. შემდეგ კი მაკკეინი დევიდ ლეტერმანის შოუზე ჩასაწერად წავა. ორი კვირის წინ ამ შოუს ბარაკ ობამა ეწვია.

მაკკეინი და პელინი დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან და Cisco-ს სისტემის თავმჯდომარესთან ჯონ ჩამბერთან შეხვედრით დაასრულებენ.

ორიგინალი

No comments: