18 სექტემბერი 2008
პარიზი: საფრანგეთის საგარეო მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უახლოეს დროში არ უნდა ელოდეს სეპარატისტული რეგიონებიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსული ჯარების გამოსვლას.
საფრანგეთის საგარეო მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თქვა: ”მე არ ველი ამას”. მიუხედავად ამისა, რუსებს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.
კუშნერმა საფრანგეთის რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბლოკის 27-ვე ქვეყანა იბრძვის რეგიონში რუსული ჯარების შესაძლო დარჩენის წინააღმდეგ.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ ორმა ქვეყანამ აღიარა: რუსეთმა და ნიკარაგუამ. ევროკავშირმა, რომელსაც ამჟამად საფრანგეთი პრეზიდენტობს, ხანმოკლე ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების დროს საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი შეასრულა

No comments:
Post a Comment