Tuesday, September 18, 2007

ნატომ გაფართოება უნდა შეაჩეროს, განაცხადეს ექსპერტებმა

independent

ანი პენკისი და მარი დიჯივსკი
18 სექტემბერი 2008

ნატომ გააფართოება უნდა შეაჩეროს, ასე მიაჩნია სტრატეგიული კვლევების ბრიტანულ ორგანიზაციას. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა ნატოს გენერალური მდივანი გააფრთხილა, რომ კავკასიური ომის ფონზე უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში არაგონივრული იქნებოდა.

პოლიტიკა, რომელიც ნატოს გაფართოებისკენაა მიმართული, დღეს სტრატეგიულ შეცდომად მიგვაჩნია” - განუცხადა გუშინ ჟურნალისტებს ინსტიტუტის (IISS) ხელმძღვანელმა ჯონ ჩიპმანმა. შეხვედრებზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება და სადაც მსოფლიო პოლიტიკის საკითხებს განიხილავენ, მან სამხედრო ალიანსის გაფართოების სტრატეგია გააკრიტიკა - ”იმის ნაცვლად, რომ ველოსიპედები აღმოსავლეთისკენ გავაქროლოთ, გვირჩევნია გეზი მაღლა სვლაზე ავიღოთ”.

რუსეთმა, რომელიც ნატოს გაფართოების დაუძინებელი მოწინააღმდეგეა და ვარშავის პაქტში შემავალი ქვეყნების გაერთიანებას ნატოში, მის საზღვრებთან ალიანსის მოახლოებას ოპონირებას უწევს, გასული თვის საქართველოს ომში კრიტიკული ფაქტორის როლი შეასრულა. ომი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მიზნით დაწიყო.

IISS კონფლიქტს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მიდგომათა შუქზე განიხილავდა-ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ მომავალში საქართველო და უკრაინა აუცილებლად მიუერთდებიან ალიანსს და რომ რუსეთს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება, როდესაც საქმე ნატოში ახალი ქვეყნის მიღებას ეხება. ეს საკითხები ნატოს მომავალ სამიტზე დეკემბერში ცხარე დებატების საგანი გახდება.

IISS-მ შენიშნა, რომ დასავლეთი გაყოფილია ნატოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით: ” ევროპას აქვს ძლიერი არგუმენტები, რომლებიც მოწმობს, რომ ნატოს სტრატეგიულ ინტერესებში ორგანიზაციის გაფართოების შეჩერება შედის” . ინსტიტუმა საქართველოს ხელისუფლება ”უპასუხისმგებლობაში” დაადანაშაულა. სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე 7 აგვისტოს თავდასხმით, რომელმაც რუსეთის შეიარაღებულ ”შურისძიებას” გზა გაუხსნა, საქართველოს ნატოში გაერთიანების შანსებს ზიანი მიადგა. საქართველომ ”ღიად უგულვებელყო თავისი სტრატეგიული მფარველის, აშშ-ს პოზიცია, როდესაც გადაწყვიტა დაკარგული ტერიტორიები დაებრუნებინა”, შემდეგ კი დასავლეთს მის მიერ წამოწყებული არეულობის მოგვარება მოსთხოვა.

უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლების კრიზისი ნატოს შესაძლო წევრობამ და პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერამ განაპირობა, IISS თავშეკავებას მიზანშეწონილად მიჩნევს, რადგან უკრაინის მოსახლეობაში ნატოსთან დაკავშირებით ერთიანობა არ არსებობს.

ნატოს ხელმძღვანელმა განსხვავებული პოზიცია დაიკავა და საქართველოს გაერთიანებას ნატოში მხარი დაუჭირა, რადგან ეს: ”საქართველოს დემოგრატიული არჩევანის ლოგიკური შედეგია”.

საქართველოში ვიზიტისას, სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატოს ხელმძღვანელმა განაცხდა: ”ნატო უნდა დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში”.

მან რუსეთი დაადანაშაულა იმ კრიზისის პროვოცირებაში, რომელსაც ექვსდღიანი ომი მოყვა. როდესაც ჰკითხეს, როგორ აისახება კრიზისი ნატოს ურთიერთობებზე რუსეთთან, მან უპასუხა: ”რადიკალური ცვლიბები არ იქნება. არასწორი ნაბიჯები არ გადაგვიდგამს. კონსტრუქციული თანამშრომლობის პოლიტიკა სტაბილურია. შესაძლოა მიდგომები გადაიხედოს, მაგრამ ახალი პოლიტიკის შემუშავების საჭიროება არ არსებობს”.

ორიგინალი

No comments: