16 სექტემბერი 2008
თბილისი, საქართველო (AP) - ნატოს ხელმძღვანელმა, რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველოსადმი სოლიდარობა გამოხატა და ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა.
გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სამშაბათს პარლამენტის სპიკერს უთხრა, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს მისწრაფებას ნატოში.
ნატოს დელეგაცია, (გენერალური მდივანი და 26-ვე ელჩი) საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ისინი რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოსადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და ალიანსში მისი გაერთიანების სურვილს მიესალმებიან.
მაგრამ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გახდება შესაძლებელი ალიანსში საქართველოს ინტეგრირება, არაფერი ითქვა.
დე ჰოოპ სხეფერი ეწვევა გორს, ქალაქს, რომელიც გასულ თვეში მიმდინარე საომარი მოქმედებისას რუსეთმა დაბომბა.
საქართველოს ალიანსში გაერთიანების პროცესი რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ დაჩრდილა.

No comments:
Post a Comment