მეტ რობინსონი
15 სექტემბერი 2008
თბილისი (როიტერი) - ნატოს ხელმძღვანელმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეთანხმების თანახმად რუსეთის ჯარებს საქართველოში დარჩენის შესაძლებლობა მიეცათ, რაც მიუღებელია. ნატოს დელეგაცია თბილისს, რომელსაც ალიანსში გაწევრიანება სურს, მხარდაჭერის ნიშნად ორდღიანი ვიზტით ეწვია.
ბრიუსელში ევროპის კავშირის მინისტრებმა უკვე დაადასტურეს, რომ შეთანხმების თანახმად საქართველოს არასადავო ტერიტორიებზე სულ უმცირეს 200 მეთვალყურეს გააგზავნიან. ისინი აქ განლაგებულ რუსულ ჯარს ჩაანაცვლებენ.
ევროკომისია საქართველოს 2010 წლმდე 500 მილიონ (700.7 მილიონი დოლარი) ევროს გამოუყოფს ხუთდღიან ომში რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის აღსადგენად, უთხრა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა რეპორტიორებს.
რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის ქვეყნების პოზიციების განსხვავება კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა დე ჰოოპ სხეფერის განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობს, რომ შეთანხმება რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარების განთავსების ზედმეტად მყარ საფუძველს აძლევს.
დე ჰოოპ სხეფერი ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ შეხვედრას დაესწრება და ამით კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას. ნატოს წევრები კვლავ ვერ შეთანხმებულან, რამდენად სწრაფადაა შესაძლებელი თბილისის გაწევრიანება ალიანსში.
კონფლიქტთან დაკავშირებით ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერამ კრემლი განარისხა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დემონსტრაციულად დაადასტურა რუსეთის პრეტენზიები რეგიონზე, ესტუმრა რა ორშაბათს სამხრეთ ოსეთს.
საგაზეთო ინტერვიუში დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის თავდაპირველი შეთანხმება მოითხოვდა კონფლიქტამდელი status quo-ს აღდგენას, მაგრამ 8 სქტემბრის ხელშეკრულებაში, რომელიც საფრანგეთის შუამავლობით დაიდო, ეს მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის.
”თუ რუსები სამხრეთ ოსეთში შეიარაღებულ ძალების მოცულობას გაზრდიან, მე ამას status quo-ს აღდგენად ვერ მივიჩნევ”-უთხრა დე ჰოოპ სხეფერმა ”ფაინენშელ თაიმსს”.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ჯარების შენარჩუნების შესაძლებლობა, მიუღებელია”-განაცხადა მან.
გასულ კვირას რუსეთმა ”უსაფრთხოების ზონებიდან”, საქართველოს არასადავო ტერიტორიებიდან ერთ თვეში ჯარების გაყვანაზე თანხმობა განაცხადა. რუსეთი ღრმად შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, პრომოსკოვურ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე თბილისის თავდასხმის მოგერიების შემდეგ.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომელთა დამოუკიდებლობა კრემლმა ხუთდღიანი ომის შემდეგ აღიარა, მოსკოვი 7600 ჯარისკაცის დატოვებას აპირებს, რაც ორჯერ აღემატება ომამდელ რაოდენობას.
დე ჰოოპ სხეფერმა თქვა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ”ძნელი ასატანია”.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჰავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ბლოკმა გასული კვირის განმავლობაში მიიღო მხარდაჭერის მყარი პირობა და ის მზადაა 1 ოქტომბრისთვის რეგიონში 200 მეთვალყურე განათავსოს”.
8 სექტემბრის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს მიღმა დისლოცირებული ჯარები უნდა გაიყვანოს და ადგილი საერთაშორისო ძალებს, მათ შორის ევროკავშირის კონტინგენტს დაუთმოს.
საქართველოში რუსეთის ინტერვენციამ ფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, მისი ქმედებები დაგმეს, მაგრამ სანქციები არ დაუწესებიათ. კავკასიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება მატულობს, რადგან ამ რეგიონმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის გვერდის ავლით დასავლეთისთვის გაზისა და ნავთობის მიწოდება. იმან, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ გაზსა და ნავთობზე, ბევრად განაპირობა მოვლენებზე მათი რეაქციის ინტონაცია.
ნატოს 26 წევრი-ქვეყნის ელჩები და ნატო-საქართველოს კომისიის წევრები ომით დაზარალებულ რაიონებს ეწვევიან.
ორშაბათის შეხვედრა მხოლოდ შეალამაზებს იმ განხეთქილებას, რომელიც ალიანსის წევრებს შორის არსებობს. ზოგიერთი ეჭვით უყურებს ნატოს შემდგომი გაფართოვების მოზანშეწონილობას, მით უფრო, რომ რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შეყვანას ალიანსში.
”ეს შეხვედრა საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობათა განმტკიცებასა და გაღრმავებას ადასტურებს. ეს რუსეთისთვის გაცემული სერიოზული პასუხია” -განაცხადა საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა, გია ბარამიძემ.
ზოგიერთმა რუსულმა დანაყოფმა, შაბათს დატოვა საპორტო ქალაქი ფოთი, 15 სექტემბერი, შეთანხმების მიხედვით, რუსეთისთვის მიცემული ბოლო ვადა იყო.
No comments:
Post a Comment