სიუზან ქორნველი
9 სექტემბერი 2008
ვაშინგტონი - სამშაბათს, ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ იმსჯელებენ, თუ როგორ დაეხმარონ საქართველოს სამხედრო ძალების აღდგენაში, რუსეთთან ომის შემდეგ, რასაც შესაძლოა რუსეთის ხელახალი რისხვა მოჰყვეს.
მაგრამ ზოგიერთი კანონმდებელი ბუშს მისი პრო-ქართული პოლიტიკის გამო საშინლად აკრიტიკებს, თვლის რა, რომ რუსულ-ქართულმა ომმა ამერიკის სისუსტის დემონსტრირება მოახდინა. ისინი თბილისისთვის დაგეგმილი დახმარების ფასს ეჭქვეშ აყენებენ.
"ამ კვირის ბოლოსთვის თავდაცვის დეპარტამენტი თბილისში სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის. ეს დაგვეხმარება გულდასმით შევისწავლოთ და კარგად განვსაზღვროთ, ერთის მხრივ საქართველოს ლეგიტიმური საჭიროებები და მეორე მხრივ, ჩვენი საპასუხო შესაძლებლობები" - უთხრა კანონმდებლებს პენტაგონის წარმომადგენელმა ერიკ ედელმანმა.
"ამ საჭიროებების შეფასების შემდეგ, ჩვენ გადავწყვეტთ თუ რა ტიპის მხარდაჭერას აღმოუჩენს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, მისი ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ძალების რექონსტრუქციისთვის" – განაცხადა მან ამერიკის სენატის სამხედრო კომიტეტში.
კონფლიქტი გასულ თვეს მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ მისი აჯანყებული პრო-რუსული სამხრეთ ოსეთის რეგიონის დაბრუნება სცადა. რუსეთმა ამას დამანგრეველი კონტრშეტევით უპასუხა და შემდეგ ჯარები ღრმად საქართველოს ტერიტორიის შიგნით გაგზავნა. რუსეთი ჯერ კიდევ რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, საფრანგეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის მიუხედავად.
მას შემდეგ ვაშინგტონმა თავისი ომის-შემდგომი დახმარება საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარებისკენ მიმართა, და უარყოფს რუსეთის ბრალდებებს რომ ამ დახმარებას სამხედრო ხასიათი აქვს.
რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა ვაშინგტონის როლი საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საქმეში რუსეთთან კონფლიქტამდე. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ თბილისის ომი რუსეთთან, თეთრ სახლში დაიგეგმა, იმისთვის, რომ ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნების მოგებაში დახმარებოდა.
ომის დაწყებამდე, ამერიკა საქრთველოს სამხედრო ძალების აღჭურვასა და გაწრთვნაში ეხმარებოდა. ქართული არმია ერაყში კოალიციური ჯარების ფორმატში მსახურობს. ამერიკელების დახმარება ამ დანაყოფების მომზადებაზე იყო ფოკუსირებული.
ედელმანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა საქართველოს სამხედრო ძალების დახმარების მართებულობა ეჭქვეშ არ უნდა დააყენოს. "აქ არ უნდა გაჩნდეს არანაირი კითხვა, უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ან ნატოს მხრიდან", თქვა მან.
ბუშის ადმინისტრაციამ ასევე ერთი მილიარდი დოლარი გაიღო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
სამშაბათს, ამერიკის კონგრესში ცალკე გამართულ მოსმენაზე, ორივე პარტიის რამდენიმე კანონმდებელმა გააკრიტიკა ბუშის ადმინისტრაცია ანტი-რუსული მიდგომებისთვის და ამერიკის ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
"ჩვენი მეგობრები რუსეთში ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქართველი მეგობრები" - განაცხადა შეილა ჯექსონ ლიმ, დემოკრატმა ტეხასიდან. მისი თქმით ერთი მილიარდი დილარი საქართველოს დასხმარებლად ზედმეტია. ის იმედს გამოთქვამს, რომ კონგრესი ამ თანხას შეამცირებს.
"რუსები მართლები არიან! ჩვენ ვიქცევით არასწორად! ქართველებმა დაიწყეს ეს, რუსებმა დამთავრეს" უთხრა კალიფორნიელმა რესპუბლიკელმა დანა რორბაჰერმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენ ფრიდს, რომელიც ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, როგორც სენატის ასევე კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიმართ.
რორბაჰერმა თქვა რომ საქართველოს ამბოხებული რეგიონების სიტუაცია კოსოვოს ანალოგს წარმოადგენს, რომელიც სერბეთის ნაწილი იყო, ვიდრე თებერვალში ამერიკის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა არ გამოაცხადა. ამერიკის ხელისუფლების განცხადებები, თითქოს ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არსებობს "ჩვენს მიმართ ნდობას ანგრევს" თქვა მან.
მთავრობა საქართველოში, სადაც გადის ნავთობსადენი, რომელიც ნავთობს და გაზს მსოფლიო ბაზრებს აწვდის, მკვეთრად პროამერიკულია და ნატოში გაწევრიანება სურს. რუსეთი მის საზღვრებთან ნატოს ექსპანსიას ეწინააღმდეგება.
ორივემ, ედელმანმაც და ფრიდმაც განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით ამერიკის მილიტარისტული ინტერვენცია კონფლიქტში არასდროს იხილებოდა. მათ ასევე თქვეს, რომ კონფლიქტის დაწყებამდე ისინი აფრთხილებდნენ საქართველოს ლიდერებს, რომ სამხედრო ნაბიჯი შეცდომა იქნებოდა.
ორშაბათს რუსეთი დათანხმდა თავისი ჯარების საქართველოს შუაგულიდან გაყვანას ერთი თვის მანძილზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სამხედროები საქართველოს აჯანყებულ რეგიონებს დატოვებენ.
მოსკოვის ქმედებებზე თავისი პირველი კონკრეტული პროტესტი, ამერიკის ხელისუფლებამ ორშაბათს გააჟღერა. ის აუქმებს ამერიკა-რუსეთის მშვიდობიან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას, და განმარტა, რომ ახლა ასეთი შეთანხმებების დრო არ არის.
ერთმა ანალიტიკოსმა, რომელიც ადრე ფრიდთან მუშაობდა, განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ფრთხილად უნდა მიუდგეს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების საკითხს.
"არ ვფიქრობ, რომ ამერიკას შეუძლია თავს უფლება მისცეს და უკან დაიხიოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაში ან შეზღუდოს ის, რუსეთის ზეწოლის გამო. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ვაშინგტონმა უნდა მოიფიქროს, ასეთი გადაწყვეტილებების დროს, უკეთ როგორ დაარწმუნოს ორივე მხარე, ყოველგვარი შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად" ამბობს ჯიმ დობინსი, RAND Corp-ის თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
"ამ ფაქტორის მიუხედავად, კარგად უნდა შეფასდეს რამდენი და რა ტიპის დახმარების გაცემაა შესაძლებელი" განცხადა მან.
No comments:
Post a Comment