Sunday, September 9, 2007

ეუთო: მიკერძოებული საარჩევნო კამპანია საქართველოში

images

მაიკლ სტოტი
9 სექტემბერი 2008

მოსკოვი (როიტერი) - წინასწარ ჩაყრილმა საარჩევნო ბიულეტენებმა, ოპოზიციის აქტივისტთა ცემის ფაქტებმა, მიკერძოებულმა საინფორმაციო გამოშვებებმა და საარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის სასარგებლოდ ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობამ, დაღი დაასვა მიმდინარე წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს - განაცხადეს ევროპელმა მეთვალყურეებმა სამშაბათს.

გასულ თვეში, რუსეთთან ხანმოკლე ომის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს "მამაცი ახალგაზრდა დემოკრატია" უწოდა. მაგრამ ეუთომ ODIHR, განაცხადა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელშიც სააკაშვილის უმრავლესობამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოვლინდა.

ორგანიზაციის შემაჯამებელი ანგარიში ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე თავდაპირველი, რომელშიც, მცირედი დარღვევების მიუხედავად, არჩევნები შეფასდა, როგორც მშვიდი და პოზიტიური.

ვაშინგტონი სააკაშვილის ხელისუფლებას "თავგასული" რუსეთის წინააღმდეგ დემოკრატიის ავანპოსტად მიიჩნევს იმ დროს, როცა კრემლი საქართველოს ლიდერს ომის გამჩაღებელ ტირანს უწოდებს.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა (ODIHR), დაადასტურა თავისი პირვანდელი შეფასება არჩევნების დღესთან დაკავშირებით - საარჩევნო პროცესმა ჩაირა მშვიდად და პროცესი უნდა შეფასდეს დადებითად, თუმცა მაშინაც დაფიქსირდა სერიოზული დარღვევების გარკვეული რიცხვი, მათ შორის უნდა დასახელდეს საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების წინასწარ ჩაყრის შემთხვევები.

მაგრამ იქვე ნათქვამია, რომ აღინიშნა "ბევრი მნიშვნელოვანი ხარვეზი" ხმების დათვლისას და საარჩევნო ადმინისტრაციამ დაუშვა "მასშტაბური და სერიოზული დარღვევები" არჩევნებთან დაკავშირებული 1400 საჩივრისა და განცხადების განხილვისას.

როგორც მინიმუმ, 6 ოპოზიციურ აქტივისტს, რომლებიც კანონიერად ცდილობდნენ წინ აღდგომოდნენ საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს, სცემეს.

"გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ლიდერს დაუდგენელმა პირებმა იძულებით გააჩერებინეს მანქანა და შემდეგ მოტეხეს ფეხი" - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ოპოზიციამ, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, ბოიკოტი გამოუცხადა ახალი პარლამენტის სესიის გახსნას გასულ ივნისს.

სააკაშვილმა, რომელიც იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ცხარე კრიტიკის ობიექტი გახდა და "მშვენიერი არჩევნების" ჩატარების დაპირებებს იძლეოდა, საპარლემენტო არჩევნები შეაფასა, როგორც მშვიდობიანი და სამართლიანი.

ODIHR ანგარიშის თანახმად, ძირითადი პრობლემები აღინიშნა ხმის მიცემამდე.

არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოში შეიცვალა საარჩევნო კოდექსი. ამ ცვლილებების შემდეგ ნებადართული გახდა სახელისუფლებო რესურსის ჩართვა საარჩევნო პროცესში და ოფიციალურ პირებს მიეცათ შესაძლებლობა შეეთავსებინათ მათი მოვალეობების აღსრულება საარჩევნო კამპანიასთან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოსა და ეუთოს შორის დადებულ შეთანხმებებს. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უპირატესი პირობები შეექმნა - ნათქვამია ანგარიშში.

"კამპანიაზე უარყოფითად იმოქმედა ბრალდებებმა სხვა პარტიის აქტივისტებისა და სახელმწიფო მოხელეების დაშინების შესახებ" - აღნიშნულია ანგარიშში. აქვე მოყვანილია სხვადასახვა მაგალითი ოპოზიციის აქტივისტთა, განსაკუთრებით კი მასწავლებელთა შესახებ, რომელთაც ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგაც კი.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კამპანიის პროცესში სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებს აკლდა ბალანსი და გამოშვებების უმეტესობა ეთმობოდა სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

"ტელეეარხების უმეტესეობა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დროის მნიშვნელოვან დროს უთმობდა სახელისუფლებო აქტივობებს" - ნათქვამია ანგარიშში.

ოპოზიციური ტელეარხი "იმედი" გასული წლის ნოემბერში იერიშით აიღო პოლიციამ და აიძულა შეეწყვიტა მაუწყებლობა. მან აღადგინა მუშაობა, მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების გარეშე.

ორიგინალი

No comments: