Sunday, September 2, 2007

შვებისმომგვრელი გუსტავი

washington_post

დენ ფრუმკინი
2 სექტემბერი 2008

ფრაგმენტი

სტივენ ზომა მაკკლაჩის გაზეთში წერს: "მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ამის აღიარება არავის უნდოდა, ბევრმა რესპუბლიკელმა ორშაბათს შვებით ამოისუნთქა, როცა შეიტყო, რომ პრეზიდენტი ბუში რესპუბლიკელთა ნაციონალურ ყრილობას არ დაესწრებოდა".

ოფიციალურად ამის განცხადებისგან ყველა თავს იკავებდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პოლიტიკური სარგებელი მათ უნებლიედ უსაჩუქრა ქარიშხალმა "გუსტავმა", რომლის გამოც ორივემ, ბუშმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჩეინიმ ორშაბათისთვის დაგეგმილი გამოსვლები გააუქმეს.

არც ის უნდოდათ, სახალხოდ ეღიარებინათ, რომ პრეზიდენტი, რომელიც მათივე პარტიის წევრია, რესპუბლიკელთათვის მძიმე ტვირთად და წარმატების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა.

ჰოლში და მის მიღმაც უმეტესობა აღიარებდა, რომ რესპუბლიკელთა კანდიდატის, მაკკეინისთვის ბუში მთავარი პოლიტიკური პრობლემაა. ის, რომ ორშაბათს საღამოს ტელეეკრანებზე არავის უნახავს, როგორ ესალმებიან დელეგატები პრეზიდენტს, რესპუბლიკელთათვის შეღავათი იყო.

"მე ვერ მოვძებნე თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც გული დაწყდა იმის გამო, რომ ისინი ყრილობაზე არ გამოჩნდნენ" - გვითხრა რესპუბლიკელთა ერთ-ერთმა ვეტერანმა სტრატეგმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა, რათა თავისუფლად ემსჯელა ბუშისა და ჩეინის პოლიტიკურ რეპუტაციაზე".

დოილ მაკმანუსი და ჯეიმს ჯერსტერზენგი ორშაბათის "ლოს ანჟელეს თაიმსში" წერდნენ: "ქარიშხალ გუსტავის დაწყებამდეც კი, რომელმაც ბუში კვირას აიძულა უარი ეთქვა ყრილობაზე წასვლაზე, ზოგიერთი რესპუბლიკელი ამბობდა, რომ თუ ბუშს უნდა თავის პარტიას დაეხმაროს, მაშინ ურჩევნია ამ კვირას სახლში დარჩეს".

კრის სილიზამ თავის ბლოგში "ვაშინგტონპოსტისთვის" გამოაქვეყნა: "ის, რომ ბუშის ადმინისტრაციის ორი ყველაზე თვალსაჩინო და პრობლემატური წევრი არ დაესწრო ყრილობას, ღვთის წყალობად მიიჩნია თითქმის ყველა იმ რესპუბლიკელმა, რომლებიც არ არიან უშუალოდ დაკავშირებულნი ბუშთან".

დევიდ ლაითმენი გაზეთში მაკლეჩი წერდა: "1968 წელს ლინდონ ჯონსონი გაერიდა თავისი პარტიის (დემოკრატიული) ყრილობას, როცა პარტიის ოფიციალურმა პირებმა ურჩიეს, არ მოხვიდეო. მას შემდეგ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც თავისი პარტიისთვის შემაფერხებელ ფაქტორად ქცეულიყო, აღარ ყოფილა".

ლაითმენმა ახსენა, რომ თეთრი სახლის სპიკერმა დანა პერინომ წინა კვირას მიმოიხილა ბუშის მომავალი გამოსვლა.

პერინომ აღნიშნა: "ნუ დაელოდებით იმას, რომ პრეზედენტი შეეხება თავის მემკვიდრეობას, ის არც თავის მიღწევებზე ილაპარაკებს, არც ამერიკელ ხალხს დაემშვიდობება და არც ბარაკ ობამას გააკრიტიკებს".

კითხვაზე რატომ პერინომ უპასუხა "იმიტომ, რომ ის მაღალი დონის პოლიტიკოსია".

გარდა ამისა, გამოკითხვების შედეგებს ეცნობა და იცის, რომ მის მოღვაწეობას ბოლო 19 თვის განმავლობაში მხოლოდ 30 პროცენტი აფასებს დადებითად.

ორიგინალი

No comments: