Sunday, September 2, 2007

გაყავი და იბატონე: რუსეთი ევროკავშირის დუნე სამიტის შედეგებს სათავისოდ ირგებს

tol-logo

ბროუნვენ მედოქსი

2 სექტემბერი 2008

ევროკავშირის ქვეყნები გუშინ იმაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მისთვის ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმარებიან: რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესრულების გასაკონტროლებლად საქართველოს ორ სეპარატისტულ პროვინციაში ასეულობით მთვალყურეს და დამკვირვებელს გააგზავნიან.

ისე კი სამიტი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, დუნედ წარიმართა. ევროკავშირმა ვერაფრით შეძლო გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის პოზიციების დაახლოება: პირველი რუსეთის პროვოცირებისგან თავის შეკავებას ითხოვდა, მეორეს საკითხისადმი უფრო მკაცრი მიდგომა ჰქოდა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ასეთია: დახმარების მასშტაბები უნდა გაიზარდოს.

ამ ბუნდოვანებაში, ერთი დადებითი ასპექტის გამოძებნა შეიძლება: ევროკავშირმა, ნაცვლად კონსტიტუციასთან დაკავშირებული აყალმაყალისა, სწორედ ასეთ საკითხებზე უნდა იმსჯელოს. მსგავსი თემები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და მასტიმულირებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სულ რაღაც 17 წელიწადში, ევროკავშირს ყოფილი საბჭოთა ბლოკის 10 ქვეყანა აბსოლუტურად მშვიდობიანად მიუერთდა, რაც მართალც გასაოცარი ფენომენია. ცხადია, საბჭოთა იმპერიის დაშლამ საზღვრების რღვევა გამოიწვია. გაჩნდნენ ქვეყნები, რომლებიც ახლა წყვეტენ სჭირდებათ, თუ არა პროდასავლური ორიენტაცია, რუსეთი კი თავისი იმპერიული სტატუსის დაკარგვას მწარედ განიცდის.

ამიტომაა, რომ ევროკავშირს აუცილებლად სჭირდება რუსეთისადმი გამოკვეთილი მიდგომის გამომუშავება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე აპრილში აპრილში, ნათლად გამოჩნდა, რომ ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ნატო თითქოს დაპირდა საქართველოს და უკრაინას, რომ ოდესმე ისინი აუცილებლად მიუერთდებიან ალიანსს, მაგრამ თნამშრომლობის შემდგომ ეტაპზე აღარ გადაიყვანეს. სწორედ ამან ცხადყო რუსეთისთვის, რომ ნატო რეალური გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არ არის.

დიდი ბრიტანეთის მინისტრები აცხადებდნენ , რომ ეს დაპირება, კონკრეტულ ნაბიჯებზე მეტს ნიშნავდა - სისულელეა! ქართველები კი ამტკიცებდნენ, რომ ცარიელი დაპირებები, რუსეთს მწვანე შუქს უნთებდა. რუსეთმაც ასე მიიჩნია.

გუშინდელი სამიტი მიანც იმით ფასობს, რომ დამკვირვებელთა მისიის შექმნა გადაწყვიტა. მაგრამ საქმე ისაა, რომ შეთანხმებაში არ არის დაზუსტებული-რა ზომებს მიიღებს ევროკავშირი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებასაც არ დაემორჩილება (არადა, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთადერთი ფუნქცია საქართველოს სამხედრო აქტივობების შეკავებაა). ზედმიწევნით პროვოკაციულ განცხადებაში, რუსეთმა ისიც კი მოითხოვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლამდე, საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდეს.

ერთი რამ ცხადია, როდესაც საქმე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიც საკუთარი იდენტობაა, ევროკავშირმა, მართლაც აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, მაგრამ გუშინდელი - პაროდიას წააგავდა. ”კავშირი ფხიზლად იქნება”, აცხადებდნენ ტექსტის ერთ-ერთ ვერსიაში, და ამატებდნენ, რომ მიდგომათა გადასინჯვამ ” შეიძლება გამოიწვიოს დისკუსიები ევროკავშირისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობების შესახებ სხვადასხა სფეროში” .

ევროკავშირმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ის ვალდებულია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტ სარკოზის მიერ ინიცირებული შეთანხმება დაიცვას, თუ არადა (დეტალები არ დაზუსტებულა).

გუშინ ბრიუსელში 27 ქვეყნა ხმაურობდა, თითოეული ცდილობდა თავისი სათქმელი ეთქვა, მაგრამ ამ ხამურმა ერთი რამ არ უნდა გადაფაროს: გერმანიამ და იტალიამ უნდა დაასაბუთონ, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთისადმი მკაცრი განცხადების მიღებას, მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ მარტოოდენ საკუთარი ქვეყნების ინტერესებს იცავენ და რუსეთთან მომგებიან ურთიერთობებზე უარის თქმა არ უნდათ.

ანგელა მერკელმა, გერმანიის კანცლერმა ბუქარესტში ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენერთპიროვნულად დაბლოკა, თუმცა დღეს მან, თავისივე საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, რუსეთთან დამოკიდებულებაში უფრო ხისტი პოზოცია გამოხატა.

ბრიტანეთი, ნელი სტარტის შემდეგ, ბალტიის ქვეყნებთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მგზნებარე დამცველად მოგვევლინა. ისინი ევროკავშირისა და რუსეთის პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შეჩერებას მოითხოვედნენ. შეთანხმება ენერგეტიკის, ადამიანის უფლებებისა და სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირებას ისახავს მიზნად და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 15 სექტემბრისათვის იყო დანიშნული.

მაგრამ დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირებიც კი, როგორც ჩანს, თავს იკავებენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებისგან.

რუსეთმა დაამტკიცა, რომ იცის, როგორ გამოიყენოს სათავისოდ სხვათა გაუბედაობა.
ორიგინალი

No comments: