Wednesday, September 5, 2007

მაკკეინმა განაცხადა, რომ ის რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრეა

logo_reuters_media_us

5 სექტემბერი 2008
ავტორი ედ სტოდარტი, რედაქტორები - პატრიცია ვილსონი და ჰოვარდ გოლერი

რესპუბლიკელები სასტიკად აკრიტიკებენ რუსეთს საქართველოში შეჭრის გამო. აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას სურს ახალი ცივი ომის თავიდან აცილება და რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრეა.

დასახელდა რა თავისი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად, მაკკეინმა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა, როდესაც მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის მილიტირასტიული ქმედებები მეზობელ საქართველოში.

”ნავთობის საბადოებით გამდიდრებულმა და ძალაუფლებით გარყვნილმა რუსმა ლიდერებმა, უარი თქვეს დემოკრატიულ იდეალებზე და იმ ვალდებულებებზე, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს პასუხიმგებლობის მქონე ხელისუფლება. ისინი პატარა, დემოკრატიული მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გააკონტროლონ მსოფლიო ენერგორესურსები”-განაცხადა მაკკეინმა.

მაკკეინი ყოველთვის აკრიტიკებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს, ბრალს სდებდა ადამიანის უფლებათა დარღვევაში, დიდი რვიანიდან, მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების გაერთიანებიდან რუსეთის გარიცხვას მოითხოვდა.

თავის სიტყვაში მაკკეინმა განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი ის: ”რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ეცდება, ამიტომ ცივი ომის დაბრუნების არ უნდა გვეშინოდეს”. მას არ დაუზუსტებია, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოდან ჯარებს არ გამოიყვანს.

4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მაკკეინის კონკურენტი დემოკრატი ბარაკ ობამა იქნება. მაკკეინმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოსთან სოლიდარული უნდა იყოს.

პუტინის განცხადებების თანახმად, საქართველოს კრიზისში აშშ-ს კონსულტანტები მონაწილეობდნენ. მან ბრალი დასდო ამერიკის შეერთებულ შტატებს კონფლიქტის პროვოცირებაში საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა გამარჯვების ხელშეწყობის მიზნით.

ორიგინალი

No comments: